“კვარაცხელიამ ძველი ფორმის დაბრუნება დაიწყო” – რუსული პრესა

მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ იტალიაში ოქროს მედლები მოიპოვეს
ოქტომბერი 17, 2021 16:44
▶️ VIDEO ბექა საღინაძის ლელო ტულუზასთან
ოქტომბერი 17, 2021 20:06

გუშინ, რუსეთის პრემიერ ლიგის მე-11 ტურის ერთ-ერთ გამორჩეული დაპირისპირება, ყაზანის “რუბინის” და მოსკოვის “ლოკომოტივის” შორის, უხვგოლიანი გამოდგა და საბოლოოდ, 2:2 დასრულდა.

ყაზანური გამოცემა Kazanfirst.ru ამ შეხვედრას და კონკრეტულად ქართველი ფეხბურთელის თამაშს გამოეხმაურა.

“თამაში ორმხრივი შეტევების ფონზე წარიმართა. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ორი ფეხბურთელი, რომლებმაც თავიანთი ქმედებებით სხვებზე მეტად მიიქციეს ყურადღება. ყაზანის “რუბინში” ესეთი ხვიჩა კვარაცხელია და ჰვანგ ინ-ბეომი იყვნენ.

ქართველმა, საბოლოოდ დაიწყო თავისი  ფორმის დაბრუნება. მან ამ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა”, – დაწერა გამოცემამ.

20 წლის ქართველ შემტევმა მიმდინარე რუსეთის პრემიერ ლიგის ეგიდით, 9 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა. ამავდროულად, თანაგუნდელებსაც ერთხელ გაატანინა.

Share