ხვალ ევროპის ჩემპიონატის წილისყრაა – რომელ ჯგუფში მოხვდება საქართველოს ნაკრები?

ლაივ ATP რეიტინგი ცნობილია – ბასილაშვილი წინსვლას განაგრძობს
ოქტომბერი 17, 2021 10:51
VIDEO 14 წლის წინ შოტლანდია დავამარცხეთ
ოქტომბერი 17, 2021 12:01

18 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე, ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება.

2022 წლის ფუტსალის ევროპის ჩემპიონატს ჰოლანდია მასპინძლობს, კერძოდ კი ორი ქალაქი – ამსტერდამი და გრონინგენი

საქართველოს ნაკრები მეოთხე კალათაში არის განთესილი.

 

რაც შეეხება სხვა გუნდებს, ისინი ასე არიან გადანაწილებული:

პირველი კალათა: ესპანეთი, რუსეთი, პორტუგალია, ყაზახეთი

მეორე კალათა: ხორვატია, აზერბაიჯანი, სერბეთი/ბელარუსი, იტალია

მესამე კალათა: უკრაინა, სლოვენია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, პოლონეთი

მეოთხე კალათა: ფინეთი, სლოვაკეთი, საქართველო, ნიდერლანდები (მასპინძელი, განთესილია A ჯგუფში).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ტურნირის დებიუტანტია. ასევე ჩვენი გუნდის მსგავსად, ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებენ ბოსნიისა და ჰერცოგოვინის, ფინეთის და სლოვაკეთის ნაკრებები.

ტურნირის მოქმედი გამარჯვებული კი პორტუგალიის ნაკრები გახლავთ, რომელმაც 2018 წელს ფინალში ესპანეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელები ასევე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები არიან, 2021 წელს ლიეტუვაში გამართულ ტურნირზე „ევროპელმა ბრაზილიელებმა“ ტურნირის მოქმედი ჩემპიონი არგენტინის ნაკრები დაამარცხეს და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ.

ამიტომაც პორტუგალიის ნაკრები ტურნირის უდავო ფავორიტია, ასევე ტურნირზე გამარჯვებას ელოდებიან ესპანეთის, რუსეთის და ყაზახეთის ნაკრებებისგან.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში, ჯგუფში რუსეთის საფრანგეთის და სომხეთის ნაკრებებთან მოხვდა, სადაც 10 ქულით მეორე ადგილზე გავიდა და წინ მხოლოდ რუსეთის ნაკრები გაუშვა, მეორე ადგილზე მყოფ გუნდებს შორის საუკეთესო შედეგის დამსახურებით კი ტურნირზე პირდაპირ, ყველანაირი პლეი-ოფის გარეშე მოხვდა.

Share