დღეს პოლონური 🇵🇱 სუპერკლასიკოა – ლეხი 🆚️ ლეგია

🔴 LIVE | “ჟეონბუკი” 🆚 “ულსან ჰიუნდაი” – აზიის ჩემპიონთა ლიგა 1/4 ფინალი
ოქტომბერი 17, 2021 10:11
VIDEO ყაზაიშვილმა “ჟეონბუკს” ულამაზესი გოლი გაუტანა
ოქტომბერი 17, 2021 10:33

დღეს პოლონეთში, ქვეყნის მთავარი ჯახი ⚔ ადგილობრივი სუპერკლასიკოა 🔥 ერთმანეთს რეგიონ ვიელკოპოლსკის მთავარი გუნდი, პოზნანის ”ლეხი” 🔵⚪ და დედაქალაქური ვარშავას ”ლეგია” 🟢🔴 უპირისპირდებიან.

პოზნანი, პოლონეთის რეგიონ ვიელკოპოლსკის დედაქალაქი, ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა პოლონეთის ისტორიაში 
და დღესაც რჩება ერთ-ერთ უძველეს, მაგრამ ყველაზე ძლიერ და ლამაზ პოლონურ ქალაქად. ყველაზე მეტად ცნობილია 
რენესანსული ძველი ქალაქის და ოსტროვის ტუმსკის ტაძრის გამო. ეს არის ადგილი, სადაც ახალი ევროპის ენერგია 
გაერთიანებულია დასავლეთის ცივილიზაციასთან. სადაც ნახევარ მილიონზე მეტი მაცხოვრებელია. პოზნანი 
მდებარეობს პოლონეთის ყველაზე ეკონომიკურად განვითარებულ რეგიონში.
მათი ქალაქის მკვიდრმა ლეხმა პოლონეთის ლიგა 7-ჯერ მოიგო, ლეგიამ კი 15-ჯერ, აღსანიშნავია 
რომ ყველაზე ცნობილი პოლონელი ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი სწორედ მათი აღზრდილია.

ტრადიციულად ლეხი და ლეგია ყოველთვის იბრძვიან ჩემპიონობისთვის. ამ ორ გუნდს შორის თამაში ითვლება ყველაზე 
ცხელ და სასტიკად პოლონეთში. კლუბებს სძულთ ერთმანეთი, ამ ორი გუნდის ულტრასები ერთ-ერთი მოწინავეები არიან ევროპაში
ასე რომ მარტივად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა ხდება ტრიბუნებზე როცა ერთმანეთის პირისპირ არიან.

🏆 2018 წელს ლეგიამ ჩემპიონობა ლეხის სტადიონზე აღნიშნა (ლეხის გულშემატკივრები იმდენად გაბრაზდნენ, რომ მოედანზე შემიჭრნენ 
და თამაში შეაჩერეს), ასე რომ, ბოლო სამი წელია ლეხი ყოველთვის მოტივირებულია რევანში აუღოს მეტოქეს.

აღნიშნული თამაში ითვლება ყველაზე დიდ სპორტულ მოვლენად პოლონეთში. 
 
Share