პარიზის გრან სლემი – მაისურაძემ ფრანგი შებოჭა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

პარიზის გრან სლემი – გრიგალაშვილი ვერცხლს დასჯერდა
ოქტომბერი 17, 2021 15:20
▶️ VIDEO სლოვაკური 🇸🇰 დერბი ფანებმა ჩაშალეს
ოქტომბერი 17, 2021 16:19

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან სლემზე საქართველოს მესამე მედალი ლუკა მაისურაძემ მოუტანა.

ქართველმა ძიუდოისტმა, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ წონა შეიცვალა, -90 კგ-შიც შეძლო მედლის აღება.

ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მაისურაძემ ფრაგი ალექსის მატიუ ოსაეკომით (შებოჭვა) დაამარცხა. ქართველმა ფალავანმა ტურნირზე რუსეთის სახელით მოასპარეზე დავიდ ოგანესიანი და ავტრიის სახელით მოასპარეზე ქართველი შამილ ბორჩაშვილი დაამარცხა.

მარცხი მაისურაძემ იაპონელ კენტა ნაგასავასთან იწვნია.

Share