„სამი ქართველი, რომლებსაც „აპოელის“ შეცვლა შეუძლიათ“ – კვიპროსული მედია

ბასილაშვილი v ნორი – რას წარმოადგენს ბასილაშვილის მეტოქე ფინალში
ოქტომბერი 17, 2021 08:05
დერბი დედაქალაქელებმა მოიგეს – დინამო 1 : 0 ტორპედო
ოქტომბერი 17, 2021 09:23

„აპოელის“ ქართველმა ლეგიონერებმა, თორნიკე ოქრიაშვილმა და გიორგი ქვილითაიამ არაერთფეროვანი სანაკრებო მატჩები ჩაატარეს.

რთულია საბერძნეთთან მატჩისას, რაიმე დადებითი მომენტი გავიხსენოთ, თუმცა, კოსოვოსთან მოგებული შეხვედრა ნამდვილად დიდი მუხტი იყო ნაკრებისთვის და მისი ფეხბურთელებისთვის.

სანაკრებო შეხვედრები არც კვირპოსრულ მედიას გამორჩენია:

 

„სამი ქართველი, რომლებსაც „აპოელის“ შეცვლა შეუძლიათ.

სოფრონის ავგუსტისი თორნიკე ოქრიაშვილისგან, გიორგი ქვილითაიასგან და ბუბა დაუშვილისგან ბევრს ელოდება. განსაკუთრებით კი პირველი ორისგან .

მოთხოვნები მაღალია,ქვილითაიას გამოჩენამ „აპოელში“ ოპტიმიზმი მოიტანა, 28 წლის ქართველი ფორვარდი ბრუნდება საერთაშორისო თამაშებიდან, თუმცა მას თავის გამოსაჩენად დიდი დრო არ მისცემია, რამდენიმე წუთი საბერძნეთთან და 20 წუთი კოსოვოსთან. ასე რომ, ის ფიზიკურად კარგ ფორმაშია, ამიტომაც ქვილითაია შემდეგ შეხვედრაში აუცილებლად უნდა ვიხილოთ მოედანზე.

რაც შეეხება თორნიკე ოქრიაშვილს, კოსოვოსთან მატჩში მან გაიტანა პირველი გოლი, თორნიკემ აღნიშნულ შეხვედრაში 70 წუთი ითამაშა. ფეხბურთელის ფსიქოლოგიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან თავი კვლავ მნიშვნელოვან მოთამაშედ იგრძნოს, რასაც ნაკრებში გატარებული წარმატებული შეხვედრა ხელს შეუწყობს.

„აპოელის“ გაძლიერება და მისი კონკურენტუნაირიან მეტოქედ ჩამოყალიბება ჩამოთვლილ ფეხბურთელებთან არის კავშირში, საერთაშორისო მატჩებმა ბევრი პოზიტივი დაანახა გუნდის გულშემატკივარს. სოფრონის ავგუსტისმა იცის, რომ თუ ქართველი ფეხბურთელები სტაბიულურობას შეინარჩუნებენ, მაშინ მისი გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდება.“- წერს კვიპროსული „Kerkida“

 

შეგახსენებთ, რომ „აპოელი“ 18 ოქტომბერს ბოლო ადგილზე მყოფ „ახნასს” უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

Share