▶️ VIDEO “რთული გზა გამოვიარე, ჩემი ქვეყნიდან ხელშეწყობა არ მქონია” – ბასილაშვილი

ძიუდო: ერთი ოქროსა და ორი ბრინჯაოს შანსი გრან სლემზე
ოქტომბერი 17, 2021 12:02
▶️ VIDEO ეროვნული ლიგა: 29-ე ტურის TOP 3 გოლი 🔝
ოქტომბერი 17, 2021 13:26

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე “ინდიანა უელსის” მასტერსის ფინალში გავიდა.

დღეს ტურნირის 1/2-ფინალში ბასილაშვილი ამერიკელ ტეილორ ფრიცს დაუპირისპირდა და ორ სეტში მოუგო. პირველ სეტში ორივე ჩოგბურთელმა თავისი ყველა ჩაწოდება მოიგო, ტაიბრეიკზე კი ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს 7-5 აჯობა.

მეორე სეტში 3:2-ზე ნიკამ ბრეიკი შეასრულა, შემდეგ კი უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა – 6:3.

ფინალში გასვლის შემდეგ ბასილაშვილმა პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა. ნიკამ იმაზე ისაუბრა, თუ როგორ მოვიდა დღევანდელ დღემდე.

“რთული გზა გამოვიარე. აქ მოსვლისთვის დიდი გამოცდილება მჭირდებოდა. ახალგაზრდულ ასაკში მეგონა, რომ კარგ ჩოგბურთს ვერ ვითამაშებდი. ვაილდქარდის მიღების შესაძლებლობა არასდროს მქონია.

არ მქონია ხელშეწყობა ჩემი ქვეყნიდან, რადგან საქართველოში ჩოგბურთის სპორტის პოპულარული სახეობა არ არის. არ მყოლია არც სპონსორი… 

ვიცოდი, რომ წინ რთული გზა უნდა გამევლო, ყოველდღე გამოცდილებას ვიღებდი, დღეს კი ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. ვიცოდი, რომ კარიერის ბოლო წლებში მაინც ვითამაშებდი კარგ ჩოგბურთს”, – თქვა ბასილაშვილმა.

Share