პარიზის გრან სლემი – სანებლიძის ბრინჯაო და 45 წამში დამარცხებული მეტოქე

▶️ VIDEO სლოვაკური 🇸🇰 დერბი ფანებმა ჩაშალეს
ოქტომბერი 17, 2021 16:19
მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ იტალიაში ოქროს მედლები მოიპოვეს
ოქტომბერი 17, 2021 16:44

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართული გრან სლემი ქართველმა ძიუდოისტებმა 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

საქართველოს ნაკრებს ბოლო მედალი ონისე სანებლიძემ მოუტანა. ქართველმა ფალავანმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ხორვატი ზლატკო კუმრიჩი ძალიან მარტივად, 45 წამში დაამარცხა. სანებლიძემ მეტოქე ჯერ მოგვერდით დასცა ვაზარზე, შემდეგ კი, ე.წ. ხაბარელი ილეთით ჩაატრიალა და იპონით მოიგო.

ონისემ ტურნირზე ხამზატ საფარბაევი და კლემენ დელვერტიც დაამარცხა, რუმინეთის სახელით მოასპარეზე ეშლი გონსალესთან კი – დამარცხდა.

პარიზულ ტატამზე სულ 4-მა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა და მედალი ყველამ აიღო. ვერცხლი – ტატო გრიგალაშვილი, ბრინჯაო – ეთერ ლიპარტელიანი, ლუკა მაისურაძე და ონისე სანებლიძე.

Share