“საუკეთესო ფორმაში ვიმყოფები – ფინალში ჩემს შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ” – ბასილაშვილი

💪 არის ფინალი – ბასილაშვილი ტიტულთან ერთ ნაბიჯშია ☝️
ოქტომბერი 17, 2021 00:10
▶️ VIDEO/მიმოხილვა: ბასილაშვილი 🆚 ფრიცი
ოქტომბერი 17, 2021 01:49

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე “ინდიანა უელსის” მასტერსის ფინალში გავიდა.

დღეს ტურნირის 1/2-ფინალში ბასილაშვილი ამერიკელ ტეილორ ფრიცს დაუპირისპირდა და ორ სეტში მოუგო. პირველ სეტში ორივე ჩოგბურთელმა თავისი ყველა ჩაწოდება მოიგო, ტაიბრეიკზე კი ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს 7-5 აჯობა.

მეორე სეტში 3:2-ზე ნიკამ ბრეიკი შეასრულა, შემდეგ კი უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა – 6:3.

ფინალში გასვლის შემდეგ ბასილაშვილმა კომენტარი გააკეთა.

“ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის ფინალში გასვლა. საუკეთესო ფორმაში ვიმყოფები, თავს მშვენივრად ვგრძნობ. აქამდეც არ იყო მარტივი მატჩები, თუნდაც მეოთხედფინალი – მთავარია, შენს თამაშზე იყო ფოკუსირებული და ყველაფერი გამოვა.

ჩაწოდებაზე ბევრი ვიმუშავე, მქონდა პრობლემები ამ კომპონენტში. ფინალში რთული მეტოქე მეყოლება, ნორი კარგ ფორმაშია და ჭკვიანი მოთამაშეა, თუმცა ჩემს ძალებში დარწმუნებული ვარ” – თქვა ბასილაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი მასტერსის 1/4-ფინალში კარიერაში პირველად გავიდა და ეს ამ ტურნირზე მისი საუკეთესო შედეგი იყო. მანამდე 1/16-ფინალში დაძაბულ ბრძოლაში მნიშვნელოვანი შეხვედრა სამ სეტში მოუგო ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს და ამის შემდეგ 1/8-ფინალში საკმაოდ ძლიერი რუსი ჩოგბურთელი კარენ ხაჩანოვი ორ სეტში დაამარცხა.

სამ სეტში დაამარცხა 1/2-ფინალში მსოფლიოს მასშტაბით მესამე ჩოგანი სტეფანოს ციციპასიც და ნახევარფინალამდე ასე მივიდა.

ფინალში ბასილაშვილის მეტოქე კამერონ ნორი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში გრიგორ დიმიტროვს ორ სეტში მოუგო.

Share