VIDEO 14 წლის წინ შოტლანდია დავამარცხეთ

ხვალ ევროპის ჩემპიონატის წილისყრაა – რომელ ჯგუფში მოხვდება საქართველოს ნაკრები?
ოქტომბერი 17, 2021 11:34
ძიუდო: ერთი ოქროსა და ორი ბრინჯაოს შანსი გრან სლემზე
ოქტომბერი 17, 2021 12:02

14 წლის წინ 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა დინამო არენაზე შოტლანდიის ნაკრებს უმასპინძლა.

მაშინ საქართველოს ნაკრებში ერთბაშად რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი იწყებდა თამაშს – ლევან ყენია, ლევან მჭედლიძე და გიორგი მაკარიძე მატჩის სასტარტო შემადგენლობაშიც იყვნენ.

საქართველოს ნაკრებმა იმ დროისთვის ცხრილის სათავეში მყოფი შოტლანდიის ნაკრები დავით სირაძის და ლევან მჭედლიძის გოლებით დაამარცხეს.

ჩვენი ეს გამარჯვება მეტად მნიშვნელოვანი იყო იტალიის ნაკრებისთვის, რომელიც იმ დროისთვის შოტლანდიის ნაკრებს ჩამორჩებოდა.

Share