“რა შედარებაა? დღეს ბევრად უკეთესი იყო” – სლუცკის კვარაცხელიაზე ჰკითხეს

VIDEO ჯაბა დვალმა კარიერა განაახლა და გოლიც გაიტანა
ოქტომბერი 17, 2021 14:07
VIDEO ბერიაშვილმა მოსკოვის “სპარტაკი 2”-ს გაუტანა
ოქტომბერი 17, 2021 14:32

გუშინ, რუსეთის პრემიერ ლიგის მე-11 ტურის ერთ-ერთ გამორჩეული დაპირისპირება, ყაზანის “რუბინის” და მოსკოვის “ლოკომოტივის” შორის, უხვგოლიანი გამოდგა და საბოლოოდ, 2:2 დასრულდა.

წინა შეხვედრებთან შედარებით, აქტიური და თავდაჯერებული გახლდათ ხვიჩა კვარაცხელია.

 

მატჩის შემდეგ რუბინის მთავარ მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის ხვიჩას თამაშის შეფასება სთხოვეს. რუსი სპეციალისტი მოკლე პასუხით შემოიფარგლა.

“რა შედარებაა. დღეს ბევრად უკეთესი იყო, რა თქმა უნდა”, – თქვა სლუცკიმ.

ყაზანის რუბინი მორიგ შეხვედრას 24 ოქტომბერს, სტუმრად, “უფას” წინააღმდეგ ჩაატარებს. 

Share