პარიზის გრან სლემი – გრიგალაშვილი ვერცხლს დასჯერდა

🔴 LIVE/ძიუდო: პარიზის გრან სლემი – მედლების მოლოდინში
ოქტომბერი 17, 2021 14:54
პარიზის გრან სლემი – მაისურაძემ ფრანგი შებოჭა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ოქტომბერი 17, 2021 15:51

ძიუდოს აბსოლუტური მსოფლიო რეიტინგის ლიდერი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრან სლემის  ვერცხლის მედალოსანია.

პარიზში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან სლემის მეორე დღეს ტატო ფინალში იაპონელ ტაკეში საზაკის დაუპირისპირდა და ავასატე იპონით დამარცხდა.

ქართველი ფალავანი იაპონელმა გადავლებისას კონტრილეთზე დაიჭირა  და ვაზარი დააგდო. შემდეგ, ტატო იძულებული იყო გაერისკა და იაპონელმა მეორე ვაზარიც აიღო და შეხვედრა ვადაზე ადრე დაასრულა.

ფინალამდე გრიგალაშვილმა მონღოლი, იაპონელი და ფრანგი მეტოქეები დაამარცხა.

დღესვე, ბრინჯაოს მედლისთვის ონისე სანებლიძე და ლუკა მაისურაძე იბრძოლებენ.

Share