U19 საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს – მეტოქეები ცნობილია

VIDEO კაპანაძის ბენეფისი – დილამ სამტრედია დაამარცხა
ოქტომბერი 17, 2021 09:43
🔴 LIVE | “ჟეონბუკი” 🆚 “ულსან ჰიუნდაი” – აზიის ჩემპიონთა ლიგა 1/4 ფინალი
ოქტომბერი 17, 2021 10:11

საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები, 10 ნოემბერს პორტუგალიაში გაემგზავრება და საერთაშორისო ამხანაგურ სამთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

ვასილ მაისურაძის გუნდი, ტურნირზე დანიელ და მასპინძელ პორტუგალიელ თანატოლებს დაუპირისპირდება. მატჩებს, 11-დან 14 ნოემბრამდე, პორტუგალიის ქალაქი – პორტუ უმასპინძლებს.

მცირე ინფორმაცია მეტოქეების შესახებ:

პორტუგალიის u19 ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია ამ ასაკობრივ ზღვარში, 2017 და 2019 წელს პორტუგალიელები ევროპის ვიცე ჩემპიონები გახდნენ, 2018 წელს კი ფინალში იტალიის დამარცხებით ტურნირის მოგება მოახერხეს.

დანიის ნაკრებს რაც შეეხება, სკანდინავიელებსაც საკმაოდ კარგი გუნდი ყავთ, საკვალიფიკაციო რაუნდში პირველი ადგილი დაიკავეს და ჩვენსავით ელიტ რაუნდისთვის ემზადებიან.

ელიტ რაუნდის მოსამზადებელ ეტაპზე ვასილ მაისურაძის შეგირდებს მართლაც კარგი გამოცდა ელოდებათ, მიზანი 11 მატჩიანი დაუმარცხებელი სერიის გაგრძელება და  რა თქმა უნდა ელიტ რაუნდისთვის კარგად მომზადება იქნება.

Share