მივესალმები ქართველ გულშემატკივრებს. კარგად მახსოვს თბილისის „დინამოს“ წარმატებები 1981 წლის 13 მაისს და 1978 წლის ჩემპიონობა. ჩემთვის სასიამოვნოა ლეგენდარულ ვლადიმერ გუცაევთან ურთიერთობა. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, კარგად მესმის, რომ ყველა ქართველ გულშემატკივარს აწუხებს მისი მდგომარეობა, როგორც მე. ასევე აინტერესებთ, რა ხდება მის თავს. იმ აურზაურს, რაც ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯარაში“ იყო, არ შეიძლება 20 წლის ახალგაზრდას ფსიქოლოგიაზე გავლენა არ მოეხდინა“, – განაცხადა ლეონიდ სლუცკიმ.

ყაზანური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ხვიჩას გარემოცვაზეც ილაპარაკა:

     კლუბში არაერთხელ ითქვა, რომ „რუბინს“ მის ტრანსფერზე არანაირი შემოთავაზება არ მიუღია. იმაზე ლაპარაკი, რომ „რუბინი“ გადამეტებულ ფასს ასახელებდა, თითიდან გამოწოვილია. ჩვენთან მოლაპარაკება არავის ჰქონია. ის აჟიოტაჟი, რაც მისი გარემოცვის და აგენტის მხრიდან შეიქმნა, გადაჭარბებული გახლდათ, ვიდრე რეალური მოთხოვნა“.

საინტერესო იყო სლუცკის პასუხი კითხვაზე, მზადაა თუ არა ხვიჩა ტოპ-ჩემპიონატში სათამაშოდ?

     როდესაც საუკეთესო თამაშებს ატარებდა, ნებისმიერ დონეზე შეეძლო გამოსვლა. მაგრამ როგორც ბოლო დროს გამოიყურება, „რუბინის“ სასტარტო შემადგენლობაშიც ვერ ითამაშებს. ადამიანები, ვინც გარშემო არიან, უნდა ფიქრობდნენ არა საკუთარ ამბიციებზე, არამედ, ძალიან ნიჭიერი ადამიანის მომავალზე, რომელიც ჯერ კიდევ არაა სტაბილური ფსიქიკის მქონე.

გვესმის, არწასვლას რამხელა ტკივილის მიყენება შეეძლო. ჩვენ მას ვიცნობთ, როგორც ბრილიანტს, რომელსაც მტვერი უნდა მოვაცილოთ და არავის უფლება არ უნდა მივცეთ, ჭუჭყში ამოსვაროს“, – თქვა სლუცკიმ.

წყარო: 1tv.ge