“აუცილებლად დავბრუნდები და უკეთეს ჩოგბურთს ვითამაშებ” – ბასილაშვილი

😞 არ გამოვიდა – ბასილაშვილი ფინალში ნორისთან დამარცხდა
ოქტომბერი 18, 2021 01:37
▶️ VIDEO/მიმოხილვა: ბასილაშვილი 🆚 ნორი
ოქტომბერი 18, 2021 07:19

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე “ინდიანა უელსის” მასტერსის ფინალში დამარცხდა.

დღეს ტურნირის ფინალში ბასილაშვილი კამერონ ნორის დაუპირისპირდა და მატჩი სამ სეტში დათმო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ბასილაშვილმა კომენტარი გააკეთა.

“პირველ რიგში, ნორის ვულოცავ ამ გამარჯვებას. მან ძალიან კარგად ითამაშა და მომავალში წარმატებებს ვუსურვებ. მადლობა ჩემს გუნდს, ვინც სულ გვერდით მიდგას.

იმედი მქონდა, რომ ტიტულს მოვიგებდი, მაგრამ ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც გინდა. მე აქ აუცილებლად დავბრუნდები და უკეთეს ჩოგბურთს ვითამაშებ”, – თქვა ბასილაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი წელს მასტერსის 1/4-ფინალში კარიერაში პირველად გავიდა და ამ ტურნირზე ეს მისთვის საუკეთესო შედეგად ითვლებოდა.

მანამდე 1/16-ფინალში დაძაბულ ბრძოლაში ქართველმა ჩოგბურთელმა მნიშვნელოვანი შეხვედრა სამ სეტში მოუგო ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს და ამის შემდეგ 1/8-ფინალში საკმაოდ ძლიერი რუსი ჩოგბურთელი კარენ ხაჩანოვი ორ სეტში დაამარცხა.

სამ სეტში დაამარცხა 1/2-ფინალში მსოფლიოს მასშტაბით მესამე ჩოგანი სტეფანოს ციციპასიც და ნახევარფინალამდე ასე მივიდა.

ტურნირის 1/2-ფინალში ბასილაშვილი ამერიკელ ტეილორ ფრიცს დაუპირისპირდა და ორ სეტში მოუგო.

Share