რუსეთის ჩემპიონატი – როგორც ჩიხი

ნიკა ამაშუკელის მორიგი აღიარება
ოქტომბერი 18, 2021 19:43
Video ჯანო ანანიძის სადებიუტო გოლიდან 12 წელი გავიდა
ოქტომბერი 18, 2021 20:11

რუსეთის პრემიერ ლიგა როგორც გაუვალი ციხესიმაგრე

ზედმეტი შესავლების  და განმარტებების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მომენტისთვის, ევროპის მეცხრე ჩემპიონატი, რომელიც უეფას რეიტინგში რუსეთის ჩემპიონატს უკავია,  არის გზა ჩიხისკენ. ზოგადად, ჩვენს რეალობაში, ხშირია ობიექტური შეფასებისგან თავის არიდება და აუხსნელი კომპლექსები, რომელიც ძირითად შემთხვევაში უბრალოდ ვერ გაირღვა.

ყველა თავის არჩევანს აკეთებს და მაინც, თუ რატომ არის ჩვენი ტალანტებისთვის ყველაზე ხშირი არჩევანი რუსეთის ჩემპიონატი. ბევრი მიზეზით ახსნილა და ობიექტურად კვლავაც აიხსნება. საქართველოს ფინანსური სიდუხჭირე, არაევროკავშირელი ქვეყნის სტატუსი,  საბჭოთა მენტალიტეტი, კონკრეტულ ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ფინანსური სიმყარე, თუ ბევრი სხვა რამ. რადგან ამჟამად ფეხბურთზე ვსაუბრობთ, სჯობს ღრმად სხვა საკითხებში არ გადავიჭრეთ და კონცენტრაცია კონკრეტულ თემაზე მოვახდინოთ.

მაგალითებზე მეტი რა არსებობს. რაც ამბობს, რომ ამ გზას მივყავართ საბოლოო უპერსპექტივობამდე. დამოუკიდებლობის საწყის წლებში, მხოლოდ 2-3 ქართველი ფეხბურთელი იყო, ვინც რუსეთიდან ევროპაში გაახწია,  შემდეგ კი უბრალოდ გაწყდა “ძაფი”. მას მერე მუდმივად ერთ წრეზე ვტრიალებთ. ჯანო… კვირკველია… სხვანი…

ზოგს ტრანსფერის შეთავაზება დაუმალეს. ზოგიც თავს კომფორტულად გრძნობდა და არ ისურვა სხვაგან წასვლა. ზოგიერთი უბრალოდ ტრავმებმა გააწამა. ვიღაც ფიქრობდა, რომ ჯერ ყველაფერი წინ ჰქონდა და იქ უნდა დარჩენილიყო. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ეს კომპლექსური პრობლემაა. მათ შორის ყველა ჩვენთაგანის.

ფეხბურთელებს, რომლებსაც რეალურად მხოლოდ ერთ საშუალო ევროპული დონის გუნდში უთამაშიათ. მედიის, გულშემატკივრის თუ ე.წ სპეციალისტების ნაწილისგან, ისე წარმოჩინდება ხოლმე, თითქოს კარიერის განმავლობაში ტოპ ჩემპიონატის დონეზე მოთამაშე სტაბილურ ფეხბურთელზე საუბრობდნენ. მენტალურ პრობლემებზე რისი თქმა შეიძლება ? ქვეყნებს, ბევრი სხვადასხვა მიმართულებით უყალიბდებათ მენტალიტეტი. ეს მენტალიტეტი ცხადია, ხან გამარჯვებულისაა, ხანაც დამარცხებულის. ჩვენ სანამ არ ვაღიარებთ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ამ მხრივ ძალიან დიდი პრობლემები გაგვაჩნია. ვერც გააზრების და შემდეგ, ვერც მოგვარების პერსპექტივა გვექნება.

რეალურად, ჩვენში გამჯდარი ფსიქოლოგიური მომენტია, რომ შენ შეიძლება არ იშრომო და მინიმალური დახარჯული ენერგიით, ყველაფერს მიაღწევ. და თუ ვერ მიაღწევ, არც ეგაა პრობლემა, შრომით “თავს ნუ მოიკლავ”. აი აქ ჩნდება, ის მომენტი როცა უბრალოდ ნებდები, როგორც საკუთარ თავთან ასევე შენს ოცნებებთანაც.

რაც მთავარია, სწორედ ეს ფანჯარა ვერ გავხსენით. არადა, 15-20 წელია ამას ველით, დიახ არ ვცდილობთ, მხოლოდ ველით . სახელების და გვარების გარდა კი რა იცვლება? მგონი მარტივი პასუხია არაფერი. ეს კი უნდა შეიცვალოს, რამენაირად და ყველაფრის ფასად!

 

Share