“ეს იქნება შანსი გამოვცადოთ შესაძლებლობები და მივიღოთ ის გამოცდილება” – ასათიანი

“უპირველესი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა” – აჩი ბოკერია
ოქტომბერი 18, 2021 18:54
ნიკა ამაშუკელის მორიგი აღიარება
ოქტომბერი 18, 2021 19:43

დღეს უეფას შტაბ-ბინაში გაიმართა ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა. საქართველოს ნაკრები ჯგუფში – ესპანეთთან, აზერბაიჯანთან და ბოსნია და ჰერცოგოვინასთან ერთად მოხვდა.

საქართველოსთვის პირველი ევროპის ჩემპიონატი 2022 წლის იანვარ-თებერვალში ნიდერლანდებში გაიმართება, ტურნირს  ამსტერდამი და გრონინგენი უმასპინძლებს.

ევროპის ჩემპიონატის წილისყრასა და მიზნებზე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი გვესაუბრა.

“პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ მარტივ ჯგუფში მოხვედრის შანსი არ არსებობდა. ევროპის ჩემპიონატზე ყველა გუნდი ძალიან ძლიერია. რომ გადავხედოთ პირველი კალათის გუნდებს, ყველა მათგანი გრანდია ფუტსალის სამყაროში.

ეს იქნება შანსი გამოვცადოთ ჩვენი შესაძლებლობები ასეთი ნაკრებების წინააღმდეგ და მივიღოთ ის გამოცდილება, რომელიც მომავალში დაგვეხმარება იმ თამაშის შესანარჩუნებლად, რომელზეც დღეს ვართ.

მე დღეს ძალიან ამაყი ვარ, რადგან ჩემ ქვეყანას წარმოვადგენდი ევროპის ჩემპიონატის წილისყრაზე. ეს, პირველ რიგში, ჩვენი ფეხბურთელების დამსახურებაა.

თქვენი საშუალებით ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ და არამარტო მათ – ყველა გულშემატკივარს, ვისაც ჩვენი წარმატება გაუხარდა”, – გვითხრა ასათინმა.

Share