საქართველოს ნაკრების მეტოქეები ევროპის ჩემპიონატზე ცნობილია

🔴 LIVE “ჩერნომორეცი” 🆚 “ვერესი” – წიტაიშვილი ძირითადშია!
ოქტომბერი 18, 2021 16:27
VIDEO თორნიკე ოქრიაშვილის ულამაზესი გოლი ეთნიკოსთან
ოქტომბერი 18, 2021 17:01

ახლახან დასრულდა ფუტსალში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა.

საქართველოს ნაკრები ტურნირის დებიუტანტია და მეოთხე კალათაში იყო განთესილი.

ჩვენი ნაკრები D ჯგუფში მოხვდა: საქართველო, ესპანეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცოგოვინა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირს ნიდერლანდები მასპინძლობენ, კერძოდ კი ამსტერდამი და გრონინგენი, ევროპის ჩემპიონატი 19 იანვრიდან – 6 თებერვლამდე გაიმართება.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების განრიგს, ის ასე გამოიყურება:

22 იანვარი : საქართველო –  აზერბაიჯანი

26 იანვარი : ბოსნია და ჰერცოგოვინა   – საქართველო

29 იანვარი :  საქართველო – ესპანეთი

საქართველოს ნაკრები ჯგუფში გასამართ შეხვედრებს გრონინგენში გამართავს.

Share