საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება

“ჩვენს ჯგუფში მოხვედრა არავის სურდა – მიზანი ევროპის ჩემპიონობა იქნება” – კუპატაძე
ოქტომბერი 18, 2021 18:21
“უპირველესი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა” – აჩი ბოკერია
ოქტომბერი 18, 2021 18:54

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება.

გიორგი ჩხაიძის გუნდი ჯერ მიხეილ მესხის სტადიონზე ფინეთს, ხოლო შემდეგ გასვლაზე სლოვაკეთს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების განაცხადს, ის ასე გამოიყურება:

 

მეკარეები: თათია გაბუნია (ლანჩხუთი, საქართველო), თეონა სუხაშვილი (კვარტალი, თბილისი, საქართველო), თეკლე გულორდავა (კვარტალი, თბილისი, საქართველო)

მცველები: ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი, საქართველო), ნინო სუთიძე (კვარტალი, თბილისი, საქართველო), გვანცა ქადაგიშვილი (კვარტალი, თბილისი, საქართველო), თამარ ტატუაშვილი (ამორა, პორტუგალია), ნინო გურიელიძე (ნიკე, თბილისი, საქართველო), ია ალელიშვილი (ლანჩხუთი, საქართველო), ნინო გუჯაბიძე (ლანჩხუთი, საქართველო)

ნახევარმცველები: თეონა თოდაძე (ლანჩხუთი, საქართველო), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი, საქართველო), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ლანა გორგაძე (მართვე, ქუთაისი, საქართველო), მარიამ ჯანიკაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი, საქართველო), სალომი დიმოპულო (ლანჩხუთი, საქართველო), თეონა ბაქრაძე (ლანჩხუთი, საქართველო), ტატიანა მატვეევა (კრივბასი, კრივოი როგი, უკრაინა)

თავდამსხმელები: ხატია ჭყონია (ლანჩხუთი, საქართველო), ლელა ჭიჭინაძე (ნიკე, თბილისი, საქართველო), ნათელა წოწერია (ლანჩხუთი, საქართველო)

 

რაც შეეხება განრიგს ის ასე გამოიყურება:

21 ოქტომბერი: საქართველო – ფინეთი 19:00

26 ოქტომბერი: სლოვაკეთი – საქართველო 18:30

 

ფინეთისა და სლოვაკეთის ნაკრებების გარდა, საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ირლანდიისა და შვედეთის ნაკრებების წინააღმდეგ მოუწევს მატჩების გამართვა.

Share