Video ჯანო ანანიძის სადებიუტო გოლიდან 12 წელი გავიდა

რუსეთის ჩემპიონატი – როგორც ჩიხი
ოქტომბერი 18, 2021 19:51
შენგელია ორ თვეს იუქმებს
ოქტომბერი 19, 2021 09:09

ამ დღეს 12 წლის წინ, 2009 წლის 18 ოქტომბერს, ჯანო ანანიძე გახდა რუსეთის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი. იმ დროისთვის ჯანო მხოლოდ 17 წლის და 8 დღის იყო. ჯანოს ასევე აქვს რეკორდი, როგორც ყველაზე ახალგაზრდა ბომბარდირი რუსეთის თასის ისტორიაში (16 წელი 9 თვე და 5 დღე).

ქართველ ფეხბურთელს „სპარტაკში“ თავის გამოჩენის შანსი რუსეთის ნაკრების დღევანდელმა მწვრთნელმა, ვალერი კარპინმა მისცა, როდესაც გუნდს მიკაელ ლაუდრუპის წასვლის შემდეგ ჩაუდგა სათავეში, მალევე რუსმა მწვრთნელმა შანსი მისცა 16 წლის 9 თვის და 5 დღის ანანიძეს, მან ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი კრასნოდარის „ყუბანთან“ მატჩისას 70-ე წუთზე გამოიყვანა.

პირველმა გოლმაც არ დააყოვნა, მისთვის რიგით მეხუთე შეხვედრაში ჯანომ სადებიუტო გოლი გაიტანა, მოსკოვურ დერბიში „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ.  თანად სწორედ ანანიძის გოლით გაიხსნა მატჩში ანგარიში, რომელიც „სპარტაკმა“ ანგარიშით 3-0 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ჯანოს კიდევ ერთი რეკორდი აქვს დამყარებული რუსეთში, ის იყო რუსეთის ჩემპიონატში საგოლე გადაცემის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი, მაგრამ სერგეი პინიაევმა ანანიძის რეკორდის დამხობა მოახერხა. შეძლებს თუ არა პინიაევი ჯანოს კიდევ ერთი რეკორდის მოხსნას? ამას ჩვენ ძალიან მალე გავიგებთ, რადგან ამ დროისთვის სერგეი 16 წლის, 11 თვის და 16 დღისაა. ანუ, ყველაფრისთვის, პინაევს ზუსტად 22 დღე აქვს დარჩენილი.

დღეს ერთ დროს პერსპექტიული ფეხბურთელი, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, ეროვნულ ლიგაში, „თბილისის დინამოში“ ირიცხება, მან ტრავმის გამო ეროვნულ ლიგაში მხოლოდ ერთი შეხვედრის ჩატარება მოასწრო, ბათუმის დინამოს” წინააღმდეგ გასვლაზე,  სადაც თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.

Share