“ჩვენს ჯგუფში მოხვედრა არავის სურდა – მიზანი ევროპის ჩემპიონობა იქნება” – კუპატაძე

🔴 LIVE “ჰატაისპორი” 🆚 “გაზიანთეფი” – ლობჟანიძე სასტარტოშია!
ოქტომბერი 18, 2021 17:08
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება
ოქტომბერი 18, 2021 18:32

დღეს ფუტსალის ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრები D ჯგუფში  ესპანეთის, აზერბიჯანისა და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან ერთად მოხვდა.

ევროპის ჩემპიონატი ნიდერლანდებში, 2022 წლის იანვარ-თებერვალში გაიმართება, ჯგუფებს ორი ქალაქი – ამსტერდამი და გრონინგენი უმასპინძლებს, ჩვენი ნაკრების მატჩები გრონინგენში გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატის წილისყრის შემდეგ ნაკრების კაპიტან ზვიად კუპატაძეს დავუკავშირდით და წილისყრის შეფასება ვთხოვეთ.

“ევროპის ჩემპიონატზე სუსტ გუნდს მოხვედრის შანსი არ აქვს, აქედან გამომდინარე იოლი თამაში არცერთ მეტოქესთან არ გველოდება.

შესაძლებელი იყო როგორც უფრო რთულ, ასევე უფრო მარტივ ჯგუფში მოხვედრა, მაგრამ ჩემი და ნაკრების მიზანი ყველა ტურნირზე მაქსიმუმის გაკეთებაა.

აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ნაკრების მიზანი ევროპის ჩემპიონობა იქნება. საქართველოს ნაკრები ძალიან ძლიერი და შეთამაშებული გუნდია. ვფიქრობ ჩვენს ჯგუფში მოხვედრა არავის სურდა, ჩვენთვის ყველაზე ძნელი და გადამწყვეტი ჯგუფური თამაშები იქნება და თუ მოვახერხეთ და ჯგუფური ეტაპი გადავლახეთ, ჩვენი შეჩერება ყველას გაუჭირდება”, – გვითხრა კუპატაძემ.

Share