ნიკა ამაშუკელის მორიგი აღიარება

“ეს იქნება შანსი გამოვცადოთ შესაძლებლობები და მივიღოთ ის გამოცდილება” – ასათიანი
ოქტომბერი 18, 2021 19:04
რუსეთის ჩემპიონატი – როგორც ჩიხი
ოქტომბერი 18, 2021 19:51

ქართველ მსაჯს, ნიკა ამაშუკელს ნოემბრის ტესტების დროს მორიგი გამოცდა ელის. 27 წლის მსაჯი ტიერ 1-ის გუნდების სამ თამაშს მოემსახურება. ამაშუკელი 23 ოქტომბერს იაპონიისა და ავსტრალიის მატჩზე მთავარ მსაჯადაც მოიაზრებოდა, მაგრამ კოვიდ რეგულაციების გამო ეს ვერ მოახერხა.

საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდის ცნობით, შემოდგომის ტესტებზე ამაშუკელი პირველად 6 ნოემბერს დუბლინის ავივა სთედიუმზე იმ იმსაჯებს

13 ნოემბერს ნიკა უკვე საფრანგეთში, ლიონში იმსაჯებს. სტად მატმუტზე ის ფრანგი ბარბაროსებისა და ტონგას მატჩში მთავარი რეფერი იქნება.

20 ნოემბერს კი ნიკასთვის მთავარი გამოცდა კარდიფში, უელსი ავსტრალიის მატჩზე იქნება. მართალია, ის გვერდითი მსაჯის მოვალეობას შეასრულებს, მაგრამ ესეთი რანგის გუნდებთან ეს მისთვის დიდი გამოცდილებაა.

Share