“პრემიერ ლიგის კლუბების მხრიდან ინტერესს არ უნდა ველოდოთ” – ბრიტანული მედია

მათიაშვილის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
ოქტომბერი 18, 2021 08:12
“ასე თუ გააგრძელა, რუბინის ძირითადშიც ვერ იქნება” – სლუცკი კვარაცხელიაზე
ოქტომბერი 18, 2021 14:35

Georgia's midfielder Khvicha Kvaratskhelia celebrates after scoring the opening goal during the FIFA World Cup Qatar 2022 qualification football match Georgia v Spain in Tbilisi on March 28, 2021. (Photo by Kirill KUDRYAVTSEV / AFP) (Photo by KIRILL KUDRYAVTSEV/AFP via Getty Images)

ხვიჩა კვარაცხელიას ევროპაში ტრანსფერი უკვე ძალიან დიდი ხანია რჩება სხვადასხვა ქვეყნებში განხილვის თემად.

ამჯერად კვარაცხელიას ტრანსფერმა ბრიტანული პრესა დააინტერესა, რომელმაც ხვიჩას პოტენციურ ტრანსფერს საინტერესო სტატია მიუძღვნა.

     კრისტალ პალასი ხვიჩა კვარაცხელიასთვის ბრძოლაში თავის მეტოქე ტოტენჰემს შეუერთდა, გუნდები ფეხბურთელის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გეგმავენ.

დაახლოებით ხუთი თვის წინ კვარაცხელია ყაზანიდან წასავლელად მზად იყო, მას ჩანთებიც ჩალაგებული ჰქონდა და თვითმფრინავის ბილეთიც დაჯავშნილი. ლაპარაკი არ იყო იმაზე დატოვებდა თუ არა ხვიჩა რუბინს – საინტერესო იყო თუ ვის შეუერთდებოდა კვარაცხელია.

მან ივნისში აღიარა,  რომ „ლიდსთან“ აწარმოებდა მოლაპარაკებებს, ხოლო „ტოტენჰემი“, „ვულვზი“ და „ევერტონი“ ასევე დაინტერესებულნი იყვნენ ქართველი ფეხბურთელით, თუმცა ევერტონის დირექტორმა მარსელ ბრანდსმა მალევე ამოიღო კვარაცხელიას გვარი ფოტენციური სატრანსფერო სიიდან.

ხვიჩა საბოლოოდ შეიძლება ტოპ 5 ჩემპიონატის მიღმა დარჩეს, რადგან მისი ფასი მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა – 18 მილიონი ფუნტი სტერლინგი. კრისტალმა პალასმა და „ტოტენჰემმა“ შესაძლოა კვარაცხელიას ტრანსფერზე აღარც იფიქრონ.

ამ სეზონში კვარაცხელია შორს არის ოპტიმალური ფორმისგან, ამიტომაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას პრემიერ ლიგის გუნდების მხრიდან ინტერესს არ უნდა ველოდოთ,“ – წერს ბრიტანული „Hitc“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას „რუბინი“ შემდეგ შეხვედრას 24 ოქტომბერს, ჯიმი ტაბიძის „უფას“ წინააღმდეგ გამართავს.

კვარაცხელიამ თავისი ყოფილი გუნდის, „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ საკმაოდ კარგი შეხვედრა ჩაატარა, რითაც გულშემატკივრები და პრესა დაარწმუნა, რომ მას ჯერ კიდევ აქვს ევროპაში თამაშის ამბიცია.

Share