მათიაშვილის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა

ზღვის არწივებს ესპანეთში ვეთამაშებით
ოქტომბერი 18, 2021 07:35
“პრემიერ ლიგის კლუბების მხრიდან ინტერესს არ უნდა ველოდოთ” – ბრიტანული მედია
ოქტომბერი 18, 2021 12:43

16 ოქტომბერს, ავჭალის სარაგბო სტადიონზე პირველმა ქართულმა ფრენჩაიზმა “შავი ლომი” პირველი მატჩი გამართა და “თელავივ ჰითი” 33:10 დაამარცხა. ერთ-ერთ ეპიზოდში სოსო მათიაშვილმა ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.

Qomagebi.ge-ს ინფორმაციით, მათიაშვილის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა. მას ჯვარედინი მყესი აქვს გაწყვეტილი, რასაც მენისკიც ემატება. შესაბამისად, მათიაშვილი ნოემბრის სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს.

შეგახსენებთ, 14 ნოემბერს საქართველოს ნაკრები  საფრანგეთს, 20 ნოემბერს კი, ფიჯის დაუპირისპირდება.

Share