“უპირველესი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა” – აჩი ბოკერია

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება
ოქტომბერი 18, 2021 18:32
“ეს იქნება შანსი გამოვცადოთ შესაძლებლობები და მივიღოთ ის გამოცდილება” – ასათიანი
ოქტომბერი 18, 2021 19:04

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2022 წლის 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს.

სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ავთანდილ ასათიანის გუნდი D ჯგუფში იასპარეზებს, რომელშიც ჩვენი გუნდის მეტოქეები ესპანეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინას და აზერბაიჯანის ნაკრები გუნდები იქნებიან.

წილისყრის შესაჯამებლად ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტს აჩი ბოკერიას დავუკავშირდით.

“საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით. ესპანეთი ბრაზილიის შემდეგ ფუტსალის მეორე სახლია. დიდი ტრადიციები აქვთ ამ სპორტში და ყველა ტურნირზე მთავარი ფავორიტები არიან. ერთია, გუნდში თაობათა ცვლის პროცესი აქვთ, მაგრამ ჩაგდებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ორმაგად მოტივირებულები იქნებიან.

აზერბაიჯანს ძალიან კარგი ლეგიონერები ჰყავს და რთული მეტოქეა. ბოსნია კი, ფუტსალის სამყაროში ნამდვილი აღმოჩენაა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ ჩვენს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლა შეუძლია და მიზანიც სწორედ ეს იქნება.

ევროპამდე, უკვე დაგეგმილია, რომ ნოემბერში რუმინეთს ორ ამხანაგურ შეხვედრას ვეთამაშებით. ასევე, დიდია ალბათობა, რომ დეკემბერში ერთი თამაში იტალიის წინააღმდეგ გავმართოთ”, – გვითხრა ბოკერიამ.

Share