ეროვნული ლიგა: 29-ე ტურის სიმბოლური გუნდი QOMAGEBI.GE-ს ვერსიით

“კრიტიკა მისაღებია, მაგრამ მოტივაციაზე საუბარი გაბუქებულია” – ინტერვიუ ლაშა დვალთან
ოქტომბერი 19, 2021 14:28
„გოლებსაც გაიტანს და ისეთი დონეს დაუბრუნდება, როგორიც მაყურებელს ახსოვს“ – რას იძახის ზურიკო დავითაშვილი კვარაცხელიაზე
ოქტომბერი 19, 2021 15:42

ფოტო: თბილისის “დინამოს” პრესსამსახური

შაბათს 16 ოქტომბერს CRYSTALBET ეროვნული ლიგის მატჩები გაიმართა. 29-ე ტური საკმაოდ საინტერესო შედეგებით დასრულდა. ხუთ მატჩში საერთო ჯამში 13 გოლი გავიდა.

29-ე ტური აჭარული დერბით, “დელა მამდარინათი” გაიხსნა. ფოთში, “ფაზისის” სტადიონზე გაიმართა. პირველი ნახევარი ნომინალური მასპინძელი ქობულეთის “შუქურა” ზონებს კარგად კეტავდა და ბათუმის “დინამომ” დაწინაურება ვერ მოახერხა. მეორე ტაიმის 65-ე წუთზე, ბათუმელთა გარღვევა, ირაკლი აზაროვის მახვილგონივრული გადავემის შემმდეგ, გრიგოლ ჩაბრაძის ნაცვლად შეხვედრაში ჩართულმა ირაკლი გაფრინდაშვილმა შედეგიანად დააბოლოვა (1:0). შეხვედრის კომპენსირებულ დროში, ირაკლი აზაროვმა ულამაზესი დარტყმით საბოლოო ანაგრიში 2:0 დააფიქსირა.

უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს თელაველებმა. “კავკასიონი არენაზე” გამართულ მატჩში, “თელავმა” თბილისის “ლოკომოტივს” უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. პირველი ნახევრის მე-18 და 40-ე წუთზე ახალგაზრდა ცენტრალური მცველმა, ვაჟა ფაცაციამ დუბლი გაიფორმა. შეხვედრის 53-ე წუთზე, “რკინიგზელებმა” თეიმურაზ შონიას გოლით, მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს. ამრიგად, კახელებმა ქუთაისის “ტორპედოსთან” უპირატესობა ექვს ქულამდე გაზარდეს.

თბილისის “საბურთალოს” და წყალტუბოს “სამგურალის” დაპირისპირება საინტერესოდ წარიმართა. ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო თავდამსხმელმა, სერგო კუხიანიძემ სუმრები ინდივიდუალური გარღვევის შედეგად მე-5 წუთზე დააწინაურა (0:1). მეორე ნახევარი თბილისელთა აქტიურობით დაიწყო და უკვე 48-ე წუთზე, მოლდოველმა, დმიტრი მადრიჩენკომ წონასწორობა აღადგინა (1:1). მატჩში წერტილი 71-ე წუთზე, იური ტაბატაძემ თერთმეტმეტრიანი დარტმის შედეგად მოახერხა (2:1).

გორის “დილამ” თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, “სამტრედიას” უმასპინძლა და დამაჯერებელი გამარჯვება –  3:1 მოიპოვა.  შეხვედრის მე-11 წუთზე ულამაზესი გოლი გავიდა. რევაზ ჩიტეიშვილის გადაცემის შემდეგ თორნიკე კაპანაძემ ურთულესი მდგომარეობიდან მოახერხა გატანა. პირველი ნახევრის ბოლოსკენ უსმანე კამარას კუთხურს ნიკა გაგნიძის თავური დარტყმით გამოეხმაურა (2:0). კომპენსირებულ დროში კი, უკვე პაატა ღუდუშაურის უხეშობას თერთმეტმეტრიანი მოჰყვა. შანსი გოლად გიორგი არაბიძემ აქცია (2:1). მეორე ნახევარში იმერლებმა მცდელობების მიუხედავად, წონასწორობის აღდგენა ვერ მოახერხეს. 85-ე წუთზე, ირაკლი ბუღრიძის გადაცემის შემდეგ, “ელვამ” მორიგი ულამაზესი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (3:1).

ტურის ცენტრალური და ისტორიული დაპირისპირებით დასრულდა. ქართულ “კლასიკოში” თბილისის “დინამო” და ქუთაისის “ტორპედოს” შეხვედრა, მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით (1:0) დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი მე-7 წუთზე ნიდერლანდელი ფაბიან სპორსკლედემ გაიტანა.

QOMAGEBI.GE  გთავაზობთ 28-ე ტურის სიმბოლურ გუნდს.

4-3-3 

მეკარე: ლუკა სანიკიძე (თელავი);

მცველები: ირაკლი აზაროვი (დინამო ბთ), ვაჟა ფაცაცია (თელავი), საბა ხვადაგიანი (დინამო თბ), ფაბიან სპორსკლედე (დინამო თბ);

ნახევარმცველები:  ნიკა გაგნიძე (დილა გორი), გიორგი ჯანელიძე (თელავი), დმიტრი მანდრიჩენკო (საბურთალო თბ);

თავდამსხმელები:  იური ტაბატაძე (საბურთალო თბ), თორნიკე კაპანაძე (დილა გორი) სერგო კუხიანიძე (სამგურალი)

მთ.მწვრთნელი: გიორგი მიქაძე (თელავი)

Share