დინამო ბთ 🆚 დინამო თბ – მატჩს გულშემატკივრებიც დაესწრებიან

VIDEO კუტალიამ ნეს ციონას სამი ქულა მოუპოვა
ოქტომბერი 19, 2021 09:56
საქართველოს ნაკრების გზა ფუტსალის ევროპის ჩემპიონატამდე
ოქტომბერი 19, 2021 10:34

ეროვნული ლიგის 30-ე ტურში ბათუმში ადგილობრივი “დინამო” დედაქალაქურ “დინამოს” შეხვდება.

სატურნირო მნიშვნელობით მატჩი მეტად მნიშვნელოვანია: ბათუმური გუნდი ამჟამად ცხრილის სათავეშია, მეორე ადგილზე მყოფ თბილისურ “დინამოს” 7 ქულით უსწრებს. ყველაფრიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს მატჩი საჩემპიონო ბრძოლაში საბოლოო კონტურებს გამოკვეთს.

მატჩზე გულშემატკივართა დასწრების საკითხზე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ცნობილია. საკოორდინაციო საბჭომ ადგილობრივი გულშემატკივრების მოლოდინი და ინტერესი დააკმაყოფილა – მატჩს სტადიონის ტევადობის 33% დაესწრება.

ბათუმის “დინამოს” და თბილისის “დინამოს” მატჩი 20 ოქტომებერს, ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე 18:30 წუთზე დაიწყება.

Share