ეროვნულ ლიგას გულშემატკვივარი უბრუნდება

▶️ VIDEO ფორმაში შედის – კვარაცხელიას გამორჩეული მომენტები რუბინის ვარჯიშზე ️‍🔥
ოქტომბერი 19, 2021 12:34
“კრიტიკა მისაღებია, მაგრამ მოტივაციაზე საუბარი გაბუქებულია” – ინტერვიუ ლაშა დვალთან
ოქტომბერი 19, 2021 14:28

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ეროვნული ლიგის თამაშებზე დასწრება განახლდა.

თითოეულ თამაშს სტადიონის ტევადობის 33%-ის შესაბამისი გულშემატკივრის რაოდენობა დაესწრება. მაგალითად, ტურის ცენტრალურ მატჩში, ბათუმში ადგილობრივ და თბილისურ დინამოს შორის დაპირისპირებას 6000-მდე გულშემატკივარი დაესწრება.

მატჩებზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ (სწრაფი) ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.

20 ოქტომბერს ეროვნული ლიგის 30-ე ტური გაიმართება.

ტურის განრიგი ასე გამოიყურება:

სამგურალი – თელავი 14:30

სამტრედია – შუქურა 14:30

ტორპედო – საბურთალო 16:30

დინამო ბათუმი – დინამო თბილისი 18:30

ლოკომოტივი – დილა 20:30

Share