წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე, თბილისის “დინამოს” ჯგუფი, ხვალ დაკომპლექტდება

საკალათბურთო ნაკრებში რამდენიმე ტრავმირებულია – განცხადებას კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს
ოქტომბერი 19, 2021 16:44
“ფინალში თავს შეუძლოდ ვგრძნობდი… ჩოგბურთის მაღალ დონეზე თამაში შემიძლია”
ოქტომბერი 19, 2021 18:43

ხვალ 20 ოქტომბერს წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე, ბოლო, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართება, რის შემდეგაც ჯგუფურ ეტაპზე მონაწილე ყველა გუნდი გამოვლინდება.

 

ტურნირის ძირითად ეტაპზე 16 გუნდი, ორ 8-8 გუნდიან ჯგუფში განაწილდება, აღსანიშნავი და სასიხარულო ამბავია რომ საქართველოს ჩემპიონ თბილისის “დინამოს” კვლავ მისცეს ე.წ. wild card და ტურნირის ძირითად ბადეში ყოველგვარი საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე დაუშვეს.

უკვე ცნობილია რომ დედაქალაქელები B ჯგუფში ბუდაპეშტის “ფერენცვაროშთან” 🇭🇺 ესპანურ “ბარსელონეტასთან” 🇪🇸 პირეოსის “ოლიმპიაკოსთან” 🇬🇷 და 2 სერბულ 🇷🇸 კლუბთან, ბელგრადის “ნოვისთან” და კრაგუევაცის “რადნიჩკთან” ერთად იქნება, კიდევ 2 მეტოქე კი ხვალ გახდება ცნობილი, როცა საკვალიფიკაციო მატჩები დასრულდება.

რაც შეეხება ტურნირის ფორმატს, ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო “რვათა ფინალში” გავა, რომელსაც 30 ივნისიდან-2 ივლისამდე სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი უმასპინძლებს

 

 

 

 

 

 

Share