“ფინალში თავს შეუძლოდ ვგრძნობდი… ჩოგბურთის მაღალ დონეზე თამაში შემიძლია”

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე, თბილისის “დინამოს” ჯგუფი, ხვალ დაკომპლექტდება
ოქტომბერი 19, 2021 17:13
17-წლამდელების შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ოქტომბერი 19, 2021 21:41

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე “ინდიანა უელსის” მასტერსის ფინალში დამარცხდა.

ტურნირის ფინალში ბასილაშვილი კამერონ ნორის დაუპირისპირდა და მატჩი სამ სეტში დათმო. ბასილაშვილი წელს მასტერსის 1/4-ფინალში კარიერაში პირველად გავიდა და ამ ტურნირზე ეს მისთვის საუკეთესო შედეგად ითვლებოდა.

Tennisworldusa.org-ზე ნიკოლოზ ბასილაშვილის კომენტარი გამოქვეყნდა, სადაც ქართველი ჩოგბურთელი ამბობს, რომ ფინალში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.

“არ ვიცი რა მოხდა, თავს შეუძლოდ ვგრნობდი. ჯანრმთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მქონდა, ამიტომ მესამე სეტში გასვლა ვითხოვე, მაგრამ თავს ვერაფერი მოვუხერხე. ვერ ვიტყვი, რომ ამის გამო წავაგე, მაგრამ თავს ნამდვილად ცუდად ვგრნობდი.

ნორი მეორე სეტში დაბრუნდა და ის მოგებას იმსახურებდა, მორალურად ძლიერია. მეორე სეტში ვერაფერი მოვუხერხე.

ციციპასთან მატჩმა ბევრი მასწავლა. პირველ რიგში, ჩემთვის ეს დიდი გამოცდილებაა. მის წინააღმდეგ მაღალი დონის ჩოგბურთი ვითამაშე. მინდა, ასევე გავაგრძელო. ვიცი, რომ ჩოგბურთის მაღალ დონეზე თამაში შემიძლია.

ამ გამოცდილებას მომავალში გამოვიყენებ და ვეცდები, სხვა ტურნირები უკეთ ჩავატარო, რომლებშიც მივიღებ მონაწილეობას”, – თქვა ბასილაშვილმა.

მანამდე 1/16-ფინალში დაძაბულ ბრძოლაში ქართველმა ჩოგბურთელმა მნიშვნელოვანი შეხვედრა სამ სეტში მოუგო ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს და ამის შემდეგ 1/8-ფინალში საკმაოდ ძლიერი რუსი ჩოგბურთელი კარენ ხაჩანოვი ორ სეტში დაამარცხა.

სამ სეტში დაამარცხა 1/2-ფინალში მსოფლიოს მასშტაბით მესამე ჩოგანი სტეფანოს ციციპასიც და ნახევარფინალამდე ასე მივიდა.

ტურნირის 1/2-ფინალში ბასილაშვილი ამერიკელ ტეილორ ფრიცს დაუპირისპირდა და ორ სეტში მოუგო.

Share