შენგელია ორ თვეს იუქმებს

Video ჯანო ანანიძის სადებიუტო გოლიდან 12 წელი გავიდა
ოქტომბერი 18, 2021 20:11
ნოემბერში ამხანაგური უზბეკეთთან, საქართველოში…
ოქტომბერი 19, 2021 09:14

საქართველოს ნაკრების კაპიტანი და მოსკოვის “ცსკას” ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე შენგელია 2 თვე იუქმებს. ინფორმაციას ამის შესახებ, მოსკოვური გუნდის პრეს-სამსახური ავრცელებს.
შენგელიამ ტრავმა ევროლიგის მესამე ტურის შეხვედრაში მიიღო, როდესაც არმიელებმა სანკ-პეტერბურგის “ზენიტი” დაამარცხეს, თოკომ კი, ევროლიგაზე კარიერის რეკორდი დაამყარა და 33 ქულა მიითვალა. შენგელია მატჩის და საერთოდ ტურის Mvp გახდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შენგელიას მუხლის დაზიანება აქვს.

შეგახსენებთ, ნოემბერში  საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის 2 მატჩი ელის. 26 ნოემბერს თბილისში უკრაინასთან და 29 ნოემბერს ესპანეთთან.

Share