თურქი მსაჯები ეროვნული ლიგის ტურის ცენტრალურ მატჩზე

საქართველოს ნაკრების გზა ფუტსალის ევროპის ჩემპიონატამდე
ოქტომბერი 19, 2021 10:34
▶️ VIDEO ფორმაში შედის – კვარაცხელიას გამორჩეული მომენტები რუბინის ვარჯიშზე ️‍🔥
ოქტომბერი 19, 2021 12:34

როგორც იცით ხვალ, ბათუმში ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი გადამწყვეტი მატჩი გაიმართება, ბათუმის “დინამო” თბილისის “დინამოს” უმასპინძლებს.

ვინაიდან და რადგანაც გუნდები პირველ, მეორე ადგილებს იყოფენ და თანაც სხვაობა მათ შორის 7 ქულაა, მატჩი უმნიშვნელოვანესია საჩემპიონო კონტურების გამოსაკვეთად.

ინტერესისა და მატჩის მნიშვნელობის მიხედვით, სფფ-მ მატჩზე უცხოელი, კერძოდ თურქი მსაჯები მოიწვია. მატჩის მთავარი არბიტრი ჰუსეინი გიოჩექი იქნება, მისი ასისტენტები კი ილბილი და თურგალი იქნებიან. მეოთხე მსაჯი ქართველი ალექსანდრე აფციაურია.

გიოჩექი გამოცდილი თურქი მსაჯია, სისტემატიურად მსაჯობს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპებზე, თურქეთის სუპერ ლიგაში, უეფას ჩემპიონთა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო თუ ჯგუფურ ეტაპებზე.

ბათუმის “დინამოს” და თბილისის “დინამოს” დაპირისპირება ხვალ, 18:30 წუთზე, ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება და საკოორდინაციო შტაბის გადაწყვეტილებით მას გულშემატკივართა 33% დაესწრება

Share