მამუკელაშვილის დებიუტი nba-ში

17-წლამდელების შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ოქტომბერი 19, 2021 21:41
ქართველ მსაჯთა ბრიგადა ევროტურნირის მატჩზე!
ოქტომბერი 20, 2021 08:31

გამთენიისან nba-ს 75-ე სეზონი დაიწყო და ქართველი ქომაგისთვის სასიამოვნო ფაქტიც მოხდა. “მილუოკი ბაქსის” რიგებში nba-ში სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი შედგა. “მილუოკი” “ბრუკლინ ნეტს” დაუპირისპირდა და 127:104  დაამარცხა.

ქართველი ფორვარდი შეხვედრაში მეორე ტაიმში ჩაერთო და პარკეტზე 7:02 წუთი დაჰყო. ამ დროის განმავლობაში სანდრომ 1 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი, +9 იყო.

სანდრო მამუკელაშვილი მეექვსე ქართველი კალათბრთელია, რომელსაც Nba-ში უთამაშიათ. სხვადასხვა დროს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში: ვლადიმერ სტეფანიას, ზაზა ფაჩულიას, ნიკოლოზ ცქიტიშვილს, თორნიკე შენგელიას, გოგა ბითაძეს

Share