ლუკა ხარშილაძე ესპანეთის ჩემპიონატში ითამაშებს

🔴 LIVE “ულსან ჰიუნდაი” 🆚 “პოჰანგი” – აზიის ჩემპიონთა ლიგა 1/2 ფინალი
ოქტომბერი 20, 2021 08:36
▶️VIDEO ჯემალ ჯინჯოლავამ “კადისის” B გუნდის რიგებში გაიტანა
ოქტომბერი 20, 2021 13:40

თბილისის “დინამოს” აკადემიის აღზრდილი მეკარე, ლუკა ხარშილაძე, კარიერას ესპანეთში გააგრძელებს.  19 წლის ფეხბურთელი, მესამე დივიზიონის გუნდში, “საბადელში” ითამაშებს. ფეხბურთელი ინფორმაციას და ფოტოებს საკუთარ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მას ესპანეთში თამაშის გამოცდილება აქამდეც ჰქონდა, ის აქამდე ესპანური “დამის” ღირსებას იცავდა, შემდეგ 19 წლის გოლკიპერი თბილისის “დინამოში” დაბრუნდა, ახლა კი ესპანეთში კიდევ ერთხელ დაბრუნდა.

 

ლუკას  საქართველოს 17 და 18-წლამდელთა ნაკრებში თამაშის გამოცდილება გააჩნია. აღსანიშნავია რომ გიორგი ნემსაძემ ხარშილაძე “დინამოს” რიგებში ორჯერ შეიყვანა სამატჩო განაცხადში, თუმცა მისთვის თავის გამოჩენის საშუალება არ მიუცია.

Share