⚽️ გიორგი ჩაკვეტაძე სათამაშოდ მზადაა

▶️ VIDEO ალეფ სანტოსმა დილა კომფორტული უპირატესობით დააწინაურა
ოქტომბერი 20, 2021 17:19
ქართველი ლეგიონერების განრიგი კონფერენს ლიგაზე
ოქტომბერი 20, 2021 19:41

21 ოქტომბერს, უეფა კონფერენს ლიგის თამაშები გაიმართება. მათ შორის გიორგი ჩაკვეტაძის “გენტი” გასვლით შეხვედრაში სერბულ “პარტიზანს” დაუპირისპირდება.

აღსაღნიშნავია, რომ ქართველი შემტევი ნახევარმცველი ამ მატჩში გუნდის განაცხადშია და შესაბამისად მზად არის სათამაშოდ. ჩაკვეტაძემ ჩვენი ნაკრების უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გუნდმა სტუმრად  კოსოვოს წინააღმდეგ ჩაატარა, ჯანმრთელობის მდგომარეობის  გამო გამოტოვა და თბილისიდან პირდაპირ ბელგიაში გაფრინდა. გიორგის სასუნთქი გზების მწვავე ინფექცია ჰქონდა. მან ასევე სანაკრებო მატჩებამდე “ანტვერპენთან” მიღებული წითელი ბარათის გამო “გენტის” უკანასკნელი შეხვედრა ბელგიის ჩემპიონატში გამოტოვა. როგორც ბელგიური მედია იტყობინება გიორგი უკვე სრულ მზადყოფნაშია და შეეცდება “გენტს” 3 ქულის მოპოვებაში დაეხმაროს.

ხაზი უნდა გავუსვათ, რომ კონფერენს ლიგის B ჯგუფს 6-6 ქულით სწორედ “პარტიზანი” და “გენტი” ლიდერობენ, ისინი პლეი ოფში გასვლის მთავარი კანდიდატები არიან, შესაბამისად ხვალ გულშემატკივარი მათ შეხვედრაში უშეღავათო ბრძოლას ელის.

Share