წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა – თბილისის “დინამოს” მეტოქეები ცნობილია

ქართველი ლეგიონერების განრიგი კონფერენს ლიგაზე
ოქტომბერი 20, 2021 19:41
გორის დილამ ლოკომოტივი უშანსოდ დაამარცხა
ოქტომბერი 21, 2021 07:52

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე დასრულდა, ბოლო, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები  რის შემდეგაც ჯგუფურ ეტაპზე მონაწილე ყველა გუნდი ცნობილი გახდა.

 

ტურნირის ძირითად ეტაპზე 16 გუნდი ითამაშებს, აღსანიშნავი და სასიხარულო ამბავია რომ მათ შორის იქნება საქართველოს ჩემპიონი თბილისის “დინამო”, რომელსაც კვლავ მისცეს ე.წ. wild card და ტურნირის ძირითად ბადეში ყოველგვარი საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე დაუშვეს.

 

უკვე ცნობილია რომ დედაქალაქელები B ჯგუფში ბუდაპეშტის “ფერენცვაროშთან” 🇭🇺 ესპანურ “ბარსელონეტასთან” 🇪🇸 პირეოსის “ოლიმპიაკოსთან” 🇬🇷 სპლიტის “იადრანთან” 🇭🇷 იტალიურ “ბრეშიასთან” 🇮🇹 და 2 სერბულ 🇷🇸 კლუბთან, ბელგრადის “ნოვისთან” და კრაგუევაცის “რადნიჩკთან” ერთად იქნება.

რაც შეეხება ტურნირის ფორმატს, 8-8 გუნდიანი ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო “რვათა ფინალში” გავა, რომელსაც 30 ივნისიდან-2 ივლისამდე სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი უმასპინძლებს

Share