გორის დილამ ლოკომოტივი უშანსოდ დაამარცხა

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა – თბილისის “დინამოს” მეტოქეები ცნობილია
ოქტომბერი 20, 2021 20:06
FIFA-ს რეიტინგი: საქართველოს ნაკრები რამდენიმე ადგილით დაწინაურდა
ოქტომბერი 21, 2021 08:59

CRYSTALBET ეროვნული ლიგის 30-ე ტურის დასკვნით შეხვედრაში, თბილისის “ლოკომოტივმა” ექვსქულიან შეხვედრაში, გორის “დილას” უმასლინძლა. დილამ მეტოქე უშანსოდ 4:0 დამარცხდა.

მატჩი სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე უმნიშვნელოვანესი გახლდათ. “რკინიგზელები” გამარჯვების შემთხვევაში კონკურენტს ეწეოდნენ. ხოლო, შიდაქართლელები თავისმხრივ თბილისის “საბურთალოს” ქულებით უთანაბრდებოდნენ და ლოკომოტივთან სხვაობას ექვს ქულამდე ზრდიდნენ.

მატჩის სადავეები გორელებმა დასაწყისშივე მოიპივეს. მე-12 წუთზე რევაზ ჩიტეიშვილის მახვილგონივრულ გადაცემას, ირაკლი ბიძინაშვილის ძლიერი დარტყმა მოჰყვა (1:0). ორ წუთში უკვე ლოკომოტივის მცველთა უყურადღებობით ალეფ სანტოსმა ისარგებლა და უპირატესობა ორამდე გაზარდა (2:0).

მეორე ნახევარში მასპინძლები სულ სხვა მოტივაციით უნდა გამოსულიყვნენ. თუმცა,  ისევ პირველი ტაიმის სურათი გავრძელდა. 54-ე წუთზე თორნიკე კაპანაძემ საჯარიმოში იაქტიურა და ანგარიში გამანადგირებელი გახადა (3:0). შეხვედრის საბოლოო ანგარიში 70-ე წუთზე თორნიკე კაპანაძის გამჭოლი გადაცემის შემდეგ,  პაატა ღუდუშაურმა დაფიქსირა (4:0).

ამრიგად, ლოკომოტივი 44 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება. გორის დილა კი, 50 ქულით საბურთალოსთან ერთად მესამე-მეოთხე ადგილებ იყოფს.

ფოტო: FC TBILISI LOCOMOTIVE

Share