ბაქოს გრანდ სლემი – საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

“ოქრიაშვილმა უმაღლესი  კლასი და საფეხბურთო ინტელექტი გამოავლინა” – კვიპროსული პრესა
ოქტომბერი 21, 2021 11:41
ხვალ, U17 საქართველო – ისლანდია, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი!
ოქტომბერი 21, 2021 12:13

5-7 ნოემბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო, ძიუდოს საერთაშორისო ტურნირს – ბაქოს გრანდ სლემს უმასპინძლებს.  საქართველოს ნაკრების სახელით 13 სპორტსმენი იასპარეზებს, 11 მამაკაცი და 2 ქალი.

ბაქოს გრანდ სლემზე პირველ ეტაპზე 11 ძიუდოისტით მივდიოდით, თუმცა შემადგენლობას 2 სპორტსმენი: ონისე სანებლიძე (-100 კგ) და მიხეილ ჯაფარიძე (-100 კგ) დაემატნენ.

საქართველოს ნაკრების შემადგემლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

-60 კგ: ჯაბა პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი

-66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი

-73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი

-81 კგ: თორნიკე ფოლადაშვილი, გიორგი შერაზადიშვილი

-90 კგ: ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი

-100 კგ: ონისე სანებლიძე, მიხეილ ჯაფარიძე

+100 კგ: გურამ თუშიშვილი

-52 კგ: მარიამ ჯანაშვილი, მზია ბებოშვილი

Share