ბათუმში შედეგიანი ფრე მივიღეთ – ეროვნული ლიგა

“ფეიენოორდის” ფანები “უნიონის” მმართველებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
ოქტომბერი 21, 2021 09:34
“ოქრიაშვილმა უმაღლესი  კლასი და საფეხბურთო ინტელექტი გამოავლინა” – კვიპროსული პრესა
ოქტომბერი 21, 2021 11:41

გუშინ, ეროვნული ლიგის 30-ე ტურის ცენტრალური მატჩი, ბათუმში ახალ სტადიონზე გაიმართა. საჩემპიონო ბრძოლაში ჩართულმა ბათუმის “დინამომ” თბილისის “დინამოს” უმასპინძლა, 29 ტურის შემდეგ ბათუმელები დედაქალაქელებს 7 ქულით უსწრებდნენ.

მატჩამდე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება გავრცელდა, რის შედეგადაც თამაშზე დასწრება  მაყურებელთა 33% შეეძლო.  თამაშის წინ ვიხილეთ ბათუმის “დინამოს” ფან-კლუბის “პირატების” 3D პერფორმანსი წარწერით – Lord Of Wins.

მატჩი ორმხრივი შეტევებით დაიწყო, პირველი სახიფათო მომენტი გოლით დასრულდა, თბილისის “დინამომ” ანგარიში ბარნს ოსეის გოლით მე-18 წუთზე გახსნა. გაშვებული გოლის შედმეგ ბათუმის დინამოს ფეხბურთელები გააქტიურდნენ და შედეგად 38-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა ანგარიში გაათანაბრა.

პირველი ტაიმის დარჩენილი წუთები და მთელი მეორე ტაიმი უპირატესობას ბათუმის “დინამო” ფლობდა, სახიფათო მომენტები ორივე კართან იქმნებოდა, იყო საკამათო მომენტი როდესაც მსაჯს შეეძლო თბილისელთა კარში 11 მეტრიანის დანიშვნა, მაგრამ თურქმა გიოჩექმა პენალტი არ დანიშნა.

საბოლოოდ მივიღეთ ფრე და სტატუსკვო შენარჩუნებულია, ბათუმის “დინამოს” თბილისელებთან 7 ქულიანი ჰანდიკაპი აქვს  და თანაბარი ქულების შემთხვევაშიც ბათუმელები გახდებიან ჩემპიონები.

Share