მატჩის დღე, საქართველო V ფინეთი!

FIFA-ს რეიტინგი: საქართველოს ნაკრები რამდენიმე ადგილით დაწინაურდა
ოქტომბერი 21, 2021 08:59
“ფეიენოორდის” ფანები “უნიონის” მმართველებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
ოქტომბერი 21, 2021 09:34

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრის გასამართად ემზადება.

პირველ მატჩში ქართველი ფეხბურთელები 4-0 დამარცხდნენ შვედეთის  ძალიან ძლიერ ნაკრებთან.

ჩვენი ნაკრები მეორე მატჩს, დღეს, 21 ოქტომბერს 19:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს,  მეტოქე კი ასევე საკმაოდ ძლიერი ფინეთის ნაკრები იქნება.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 20 ოქტომბრიდან ღია ტიპის სტადიონებზე საერთო ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივრის რაოდენობა დაიშვება.​

მატჩებზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ (სწრაფი) ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.

გუნდის განაცხადი კი ასე გამოიყურება:

მეკარეები: თათია გაბუნია (ლანჩხუთი, საქართველო), თეონა სუხაშვილი (კვარტალი, თბილისი, საქართველო), თეკლე გულორდავა (კვარტალი, თბილისი, საქართველო)

მცველები: ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი, საქართველო), ნინო სუთიძე (კვარტალი, თბილისი, საქართველო), გვანცა ქადაგიშვილი (კვარტალი, თბილისი, საქართველო), თამარ ტატუაშვილი (ამორა, პორტუგალია), ნინო გურიელიძე (ნიკე, თბილისი, საქართველო), ია ალელიშვილი (ლანჩხუთი, საქართველო), ნინო გუჯაბიძე (ლანჩხუთი, საქართველო)

ნახევარმცველები: თეონა თოდაძე (ლანჩხუთი, საქართველო), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი, საქართველო), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ლანა გორგაძე (მართვე, ქუთაისი, საქართველო), მარიამ ჯანიკაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი, საქართველო), სალომი დიმოპულო (ლანჩხუთი, საქართველო), თეონა ბაქრაძე (ლანჩხუთი, საქართველო), ტატიანა მატვეევა (კრივბასი, კრივოი როგი, უკრაინა)

თავდამსხმელები: ხატია ჭყონია (ლანჩხუთი, საქართველო), ლელა ჭიჭინაძე (ნიკე, თბილისი, საქართველო), ნათელა წოწერია (ლანჩხუთი, საქართველო)

 

რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, საქართველოს ნაკრები შვედეთთან განცდილი მარცხის შემდეგ სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა.

 

გუნდი თამაში მოგება ფრე წაგება გატანილი გაშვებული სხვაობა ქულა
შვედეთი 2 2 0 0 5 0 5 6
ფინეთი 1 1 0 0 2 1 1 3
ირლანდია 0 0 0 0 0 0 0 0
სლოვაკეთი 2 0 0 2 1 3 -2 0
საქართველო 1 0 0 1 0 4 -4 0
Share