“ფეიენოორდის” ფანები “უნიონის” მმართველებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

მატჩის დღე, საქართველო V ფინეთი!
ოქტომბერი 21, 2021 09:21
ბათუმში შედეგიანი ფრე მივიღეთ – ეროვნული ლიგა
ოქტომბერი 21, 2021 09:49

დღეს უეფას კონფერენს ლიგაზე როტერდამის “ფეიენოორდი” 🇳🇱 ბერლინის “უნიონს” 🇩🇪 მასპინძლობს, გუშინ საღამოს მას შემდეგ რაც გერმანულმა კლუბმა მატჩისწინა ვარჯიში დაასრულა, მათი დელეგაცია, მათ შორის კლუბის პრეზიდენტი, გუნდის დირექტორი და სხვები სავახშმოდ ქალაქში გაემართნენ, როტერდამული კლუბის ხულიგნები  ბერლინელ ოპონენტებს ეძებდნენ, შემთხვევით კი არა ულტრასებს, არამედ კლუბის დელეგაციას გადაეყარნენ და შეცდომით მათ დაუწყეს ჩხუბი, ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, განადგურებულია რესტორნის ინვენტარი და   დაშავებულია 15 მდე გერმანული კლუბის დელეგაციის წევრი.

აღნიშნულის ფონზე დღეს ” დე კუიპზე” 🏟 ცხელი საღამო გველის, აღსანიშნავია რომ მატჩს ქართველი არბიტრი, გიორგი ყრუაშვილი განსჯის. მატჩი 20:45 საათზე დაიწყება.

Share