“მამარდაშვილის უთამაშებლობა უბრალოდ დანაშაულია” – ესპანური პრესა

ხვალ, U17 საქართველო – ისლანდია, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი!
ოქტომბერი 21, 2021 12:13
2017 წლის საქართველოს U19 ნაკრები, სად არიან ის ფეხბურთელები ახლა?
ოქტომბერი 21, 2021 15:11

ვალენსიური გამოცემამ deportevalenciano-მ სტატია “ვალენსიაში” არსებულ ერთ კონკრეტულ პრობლემას მიუძღვნა.

გამოცემის ერთ-ერთი ჟურნალისტი, ტონი ერნანსესი ფიქრობს, რომ “ღამურები” ორ გამორჩეულ ახალგაზრდას მომავალს უკლავენ და კლუბს ურჩევს, ზამთარში ამ პრობლემის მოსაგვარებლად, გადაწყვეტილება მიიღოს.

“ვალენსიას აქვს ერთი პრობლემა, რომელიც ამ ეტაპზე ნაკლებად შესამჩნევია. შეიძლება, სიტყვა პრობლემა მეტისმეტია, მაგრამ ჩვენ ვრისკავთ ორი ახალგაზრდა ფეხბურთელის მომავალს.  იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ სამი მეკარე გვყავს, შეგვვიძლია მშვიდად გავაანალიზოთ თუ რა ხდება გიორგი მამარდაშვილისა და კრისტიან რივეროსთან დაკავშირებით. ორივეს ასაკიდან გამომდინარე, მათი არ თამაში დანაშაულია. ფაქტია, რომ ისინი  ბოლო ტურებში არ თამაშობენ და ეს მომავალშიც ასე იქნება. კლუბმა სასწრაფოდ უნდა იფიქროს გადაწყვეტილების მიღებაზე. რივერო, იანვარში აუცილებლად უნდა გაუშვან იჯარის წესით. რაც შეეხება მამარდაშვილს, რომელიც თავიდან გუნდმა სარეზერვო გუნდში, ვალენსია მესტალიაში სათამაშოდ აიყვანა იჯარით, საიტის აზრით, სჯობს, მან ისევ პირველ გუნდში ივარჯიშოს და მესტალიაში სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს. “თუკი დრო გავა და მამარდაშვილს სათამაშო დრო არ მიეცემა და ის დარჩება სათადარიგოთა სკამზე, მან რომ მესტალიაში ითამაშოს არ იქნებოდა ცუდი. ყოველ შემთხვევაში ანგულომ უკვე გამოთქვა სურვილი, გიორგი სარეზერვო გუნდში ათამაშოს. ასე რომ, ეს საკითხი კლუბში უკვე დაყენებულია”. 

Share