“ოქრიაშვილმა უმაღლესი  კლასი და საფეხბურთო ინტელექტი გამოავლინა” – კვიპროსული პრესა

ბათუმში შედეგიანი ფრე მივიღეთ – ეროვნული ლიგა
ოქტომბერი 21, 2021 09:49
ბაქოს გრანდ სლემი – საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოქტომბერი 21, 2021 12:00

კვიპროსულმა გამოცემა –kathimerini  მას შემდეგ რაც “აპოელმა” “ეთნიკოსი” მინიმალური ანგარიშით 2:1 დაამარცხა,  ერთ-ერთი ვისზეც ყურადღება გაამახვილა,   თორნიკე ოქრიაშვილი იყო.

“აპოელის რიგებში ოქრიაშვილის საუკეთესო თამაში ვნახეთ. ქართველმა ფეხბურთელმა იშვიათი სილამაზის გოლი გაიტანა, რომლითაც მან საკუთარი უმაღლესი საშემსრულებლო  კლასი და საფეხბურთო ინტელექტი დაადასტურა.  თორნიკე უფრო გუნდურად თამაშობდა, აქტიურად მონაწილეობდა შეტევაში, ბურთს მოიპოვებდა და მეტოქის დაცვას დიდ პრობლემებს უქმნიდა. ოქრიაშვილი უბრალოდ ბრწყინავდა!”

ნიქოზიის “აპოელი” 24 ოქტომბერს “არისს” ესტუმრება და 3 ქულის მოპოვებას შეეცდება.

Share