1:1 ისლანდიასთან – 17-წლამდელებმა შესარჩევი ეტაპი ფრით დაიწყეს

“ცდილობს, მაგრამ ოპტიმალური ფორმისგან შორსაა” – ქეცბაია კაჭარავაზე
ოქტომბერი 22, 2021 16:11
🔴 LIVE “უიპეშტი” 🆚 “ფეჰერვარი” – ბერიძე და ზივზივაძე სასტარტოდან იწყებენ
ოქტომბერი 22, 2021 17:35

უეფას 2022 წლის 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის  მეოთხე ჯგუფის პირველ მატჩში, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ისლანდიელ თანატოლებს  დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

41-ე წუთზე ლუკა პარკიძის გადაცემის შემდეგ, თენგო ალიბეგაშვილშვილმა გაიტანა. ისლანდიელებმა წონასწორობა 81-ე წუთზე დანიელ გუდიონსენის გოლით აღადგინეს და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს.

ჯგუფის მეორე მატჩში, ჯგუფის მასპინძელი უნგრეთის ნაკრები ესტონეთს მარტივად გაუსწორდა – 3:0.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ნაკრები მორიგ შეხვედრას 25 ოქტომბერს უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

Share