“არ არის სწორი მის ხასიათზე წერა, როცა სიმართლე არ ვიცით”

ტორპედოში იტალიელი სპეციალისტი ჩამოვიდა!
ოქტომბერი 22, 2021 12:35
“ცდილობს, მაგრამ ოპტიმალური ფორმისგან შორსაა” – ქეცბაია კაჭარავაზე
ოქტომბერი 22, 2021 16:11

კვიპროსის ჩემპიონატის მე-6 ტურში “ეთნიკოსთან” მოგებულ შეხვედრაში აპოელის შემტევმა თორნიკე ოქრიაშვილმა ულამაზესი საჯარიმო დარტყმა შეასრულა და გოლი გაიტანა.

ოქრიაშვილისთვის ეს ახალ კლუბში სადებიუტო გოლი იყო… გოლის შემდეგ მთავარ მწვრთნელთან მიირბინა და მასთან ერთად აღნიშნა.

ეს მომენტი არ გამოპარვია კვიპროსულ მედიას, რომელიც მანამდე წერდა, რომ ოქრიაშვილსა და მწვრთნელს კარგი ურთიერთობა არ აქვთ.

“მას შემდეგ, რაც ოქრიაშვილი კვიპროსზე გადმოვიდა, მის ხასიათზე ბევრი იწერებოდა. სიმართლის არცოდნის მიუხედავად, ბევრი აკრიტიკებდა კიდეც. გასულ წელს მოხდა ინციდენტი მასსა და ანორთოსისი მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას შორის.

თორნიკემ თქვა, რომ ქეცბაიასთან პრობლემა არ აქვს – მას ხასიათი აქვს ასეთი და ყოველთვის ასე არ იქნებოდა. ამ მომენტის შემდეგ ოქრიაშვილმა ყველა გოლი მთავარ მწვრთნელთან აღნიშნა.

ანალოგიური ხდება აპოელშიც – სადებიუტო გოლის შემდეგ მან მწვრთნელთან მიირბინა და მასთან ერთად იზეიმა. შესაბისად, არ არის სწორი მის ხასიათზე საუბარი მაშინ, როცა სიმართლე არ ვიცით”, – დაწერა გამოცემამ.

Share