“ცდილობს, მაგრამ ოპტიმალური ფორმისგან შორსაა” – ქეცბაია კაჭარავაზე

“არ არის სწორი მის ხასიათზე წერა, როცა სიმართლე არ ვიცით”
ოქტომბერი 22, 2021 13:06
1:1 ისლანდიასთან – 17-წლამდელებმა შესარჩევი ეტაპი ფრით დაიწყეს
ოქტომბერი 22, 2021 16:56

გუშინ, უეფას კონფერენს ლიგის B ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში, ფამაგუსტას “ანორთოსისი” ტალინის “ფლორას” დაუპირისპირდა – მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

სასტარტო შემადგენლობაში იყო ნიკა კაჭარავა, რომელიც 28-ე წუთზე ეფექტური საგოლე გადაცემით გამოირჩა.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ფამაგუსტელთა თავკაცმა, თემურ ქეცბაიამ კაჭარავას თამაში შეაფასა. ქეცბაია მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

” მას კარგი თამაში ჰქონდა. ჩვენ მისი იმედი გვაქვს. ის ცდილობს, თუმცა ჯერ კიდევ შორს არის იმისგან, რაც მე ვიცი, რომ  შეუძლია”, – თქვა ქეცბაიამ.

Share