შავი ლომი დაირაზმა

VIDEO მერებაშვილის მორიგი ეფექტური გოლი პოლონეთის ჩემპიონატში
ოქტომბერი 22, 2021 07:05
“ბევრ პოზიტივს აჩუქებს ვალენსიასა და საქართველოს” – ჩისკო მამარდაშვილზე
ოქტომბერი 22, 2021 11:20

‘შავი ლომის’ სამწვრთნელო შტაბმა პენზაში ‘ლოკომოტივთან’ გასამართი რაგბი ევროპის სუპერ თასის მეორე მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

გასულ შაბათს ‘შავმა ლომმა’ თავის სადებიუტო თამაშში ისრაეილის ‘თელავივ ჰითი’ 33:10 დაამარცხა და სამით მეტი ლელოს გატანისთვის ბონუსიც აიღო.

იმ თამაშის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ხუთი ცვლილებაა. ტრავმირებული სოსო მათიაშვილის ნაცვლად, ფულბეკად თამაშს ლაშა ხმალაძე იწყებს. ფრთაზე სანდრო თოდუას მარქაფიდან ადგილი გაუცვალა მირიან მოდებაძემ. ძირითადში დაწინაურდა 9 ნომერი თენგიზ პერანიძე, გიორგი ბეგაძე კი ამ ტურში ისვენებს.

 

წინა თამაშის შემდეგ სასტარტოში ადგილი შეინარჩუნა ფრთამ აკა ტაბუცაძემ, რომელმაც ‘ჰითსს’ სამი ლელო გაუტანა, ასევე მგეზავმა გიორგი ბაბუნაშვილმა. უცვლელი დარჩა ცენტრიც – მერაბ შარიქაძე და დემურ თაფლაძე.

შეიცვალა ორივე ბურჯი და გოგა ქადარიასა და მიხეილ წიკლაურის ნაცვლად, თამაშს მიხეილ ორაგველიძე და ნიკა პატარაია იწყებენ. ძირითადშია კვაჭი შალვა მამუკაშვილი. ასევე უცვლელია შერკინების მეორე (ნოდარ ჭეიშვილი, დავით გიგაური) და მესამე ხაზი (ნიკო აფციაური, სანდრო მამამთავრიშვილი, ლუკა ივანიშვილი).

 

სასტარტო შემადგენლობაში მყოფი მორაგბეებიდან რაგბი ევროპის სუპერ თასზე პირველად ითამაშებს პატარაია. ასეთი სამი მორაგბეა მარქაფაში – გოგა ხუროშვილი, ლუკა მატკავა.

 

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. მირიან მოდებაძე, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ორაგველიძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. დავით გიგაური, 6. ნიკო აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. გოგა ხუროშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. გიორგი პერტაია, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია, 21. ლუკა მატკავა, 22. ლაშა ლომიძე, 23. სანდრო თოდუა.

“ლოკომოტივი”-“შავი ლომის” თამაში ხვალ,თბილისის დროით,13:30-ზე გაიმართება.

Share