ტორპედოში იტალიელი სპეციალისტი ჩამოვიდა!

“ბევრ პოზიტივს აჩუქებს ვალენსიასა და საქართველოს” – ჩისკო მამარდაშვილზე
ოქტომბერი 22, 2021 11:20
“არ არის სწორი მის ხასიათზე წერა, როცა სიმართლე არ ვიცით”
ოქტომბერი 22, 2021 13:06

იტალიელმა საფეხბურთო სპეციალისტმა მასიმილიანო ფერარიმ ქუთაისის ტორპედოსთან ხელშეკრულება გააფორმა, ამის შესახებ „ტორპედოს“ ოფიციალური „Facebook“ გვერდი იუწყება

 

 ქუთაისს, იტალიელი საფეხბურთო სპეციალისტი მასინილიანო ფერარი ესტუმრა, რომელმაც ხელშეკრულება ტორპედოს მფლობელ ნიუ ვიჟენთან უკვე გააფორმა.
ფერარი კონსულტაციას, როგორც ქუთაისურ კლუბს, ასევე ნიუ ვიჟენის ახალგაზრდულ გუნდებს გაუწევს და ამასთან, წვლილ ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის ფუნქციურად გამართვაშიც შეიტანს. მისი საქართველოში ჩამოყვანა ინტერის აკადემიისა და ტორპედოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ანა წერეთლის ძალისხმევით განხორციელდა.
მასიმილიანო ფერარი წლების განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილანის აკადემისს მწვრთნელი იყო.
2019 წელს ის ხელმძღვანელობდა ბათუმში გამართულ მილანის ახალგაზრდულ ბანაკს.
 დღეს, იტალიელი სტუმარი ტორპედო ქუთაისის გენერალურ დირექტორ ბატონ, გიორგი მჭედლიძეს შეხვდა, მასთან ერთად არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ახალგაზრდული კლუბის საწვრთნელ პროცესსაც დაესწრო. – აცხადებს ტორპედოს ოფიციალური გვერდი

 

 

Share