“ხვიჩა თუ დიდ გუნდში წავა და გაიყიდება დიდ თანხად, მას სხვა მოთამაშეებიც მიჰყვებიან” – აჩი არველაძე

23 ოქტომბერი | ლეგიონერთა განრიგი
ოქტომბერი 22, 2021 19:47
პენზა ლოკომოტივი V შავი ლომი – ევროპის სუპერ თასი
ოქტომბერი 23, 2021 08:25

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, არჩილ არველაძემ “ნახევრად სპორტული პოდკასტში” ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის შესახებ და მის შესაძლოა შედეგებზეც ისაუბრა:

“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კვარაცხელია ითამაშებს ისე, რომ დიდ გუნდში გადავა. ჩემი სურვილია ის პერიოდი განმეორდეს, როცა ჩვენი თაობოს რამდენიმე ფეხბურთელმა გარდატეხა შეიტანა. ერთი პერიოდი ჩვენ გარდავტეხეთ, რომ ქართველი ფეხბურთელები მიდიოდნენ დიდ კლუბებში და ეს სწორედ ხვიჩამ უნდა დააბრუნოს.

კარგი იქნება, თუ წავა დიდ გუნდში და გაიყიდება დიდ თანხად, ჯაჭვური ეფექტით მას სხვა მოთამაშეებიც მიყვებიან”, – განაცხადა ვეტერანმა ქართველმა ფორვარდმა.

Share