ბასილაშვილის მეტოქე ვენის ATP ტურნირზე ცნობილია

ექსკლუზივი:ცეცაძის შემცვლელი ცნობილია
ოქტომბერი 23, 2021 16:26
24 ოქტომბერი | ლეგიონერთა განრიგი
ოქტომბერი 23, 2021 18:36

ნიკოლოზ ბასილაშვილი “ინდიანა-უელსის” მასტერის ფინალში გასვლის შემდეგ როგორც ჩანს მოდუნებას არ აპირებს და უკვე ზეგ, 25 ოქტომბერს, ვენის ATP ტურნირის 1/16 ფინალში მსოფლიოს რეიტინგის მეთვრამტე ჩოგანს – ესპანელ კარენო ბუსტას შეხვდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებას მოახერხებს, 1/8 ფინალში უკვე მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანს და ვენის ATP-ზე მესამე ნომრად განთესილ იტალიელ მატეო ბერეტინის დაუპირისპირდება.

აღსაღნიშნავია, რომ აშშ-ში მიღწეული წარმატების შემდეგ მსოფლიო რეიტინგში ბასილაშვილს დიდი წინსვლა აქვს და ის უკვე 27-ე ნომრად სახელდება. მშვენიერ ფორმაში მყოფ ქართველ ჩოგბურთელს თავის ამჟამინდელ მეტოქესთან კი მხოლოდ ერთი შეხვედრა აქვს გამართული 2018 წელს ჰამბურგის ATP ტურნირზე და თიხის საფარზე ნიკოლოზმა ორ სეტში(7-6; 6-4) დაამარცხა მოწინაღმდეგე, თუმცა მოახლოებული შეხვედრა ჰარდზე გაიმართება და შესაბამისად მაყურებელიც განსხვავებულ და უფრო შთამბეჭდავ სანახაობას ელის. ვენის ATPის გამარჯვებული ინდიანა უელსის მასტერსისგან განსხვავებით 500 სარეიტინგო ქულას მიიღებს და ტურნირის სრული საპრიზო თანხა 1 837 190 ევროს შეადგენს.

 

 

 

Share