ბიჭებო, მოინდომეთ, მიაწექით და გაირღვევა

პენზადან ბონუსით ვბრუნდებით
ოქტომბერი 23, 2021 12:03
გია ცეცაძემ სამტრედია დატოვა
ოქტომბერი 23, 2021 12:27

 ყველა ადამიანს აქვს სურვილი იყოს გამორჩეული,  განსხვავებული  და  სხვა  სცემდეს პატივს  ამ განსხვავებულობის გამო… თითოეულ ჩვენგანს აქვს სურვილი, იყოს უკეთესი ვიდრე არის, თუმცა, ყველა ვიღებთ იმდენს, რამდენსაც ვცდილობთ.

 ვუყურებთ ევროპის ტოპ ლიგებში მობურთავე ბევრი არასაფეხბურთო ქვეყნის წარმომადგენლებს და ვფიქრდებით… ვცდილობთ ამოვხსნათ  რაშია პრობლემა, რატომ არ გვყავს ტოპ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები? ჩვენ ხომ “საფეხბურთო ქვეყანა ვართ” , თამაშის ნიჭი გვაქვს, მაგრამ მერე ვხვდებით რაც არ უნდა მოგდგამდეს ნიჭი,  ერთ ადგილზე დგომით უბრალოდ იკარგები…შემდეგ ისევ ვაგრძელებთ ფიქრს და ასე გამუდმებით…

ოცნებებში დაკარგულნი, ყველგან ხსნას ვეძებთ. ფაქტი ერთია, მრავალწლიან სისტემურ პროგრამას დროსთან ერთად სწორი მენეჯმენტი სჭირდება. მაგრამ ჩვენ ხომ გვეჩქარება, ძალიან გვეჩქარება… შედეგიც თვეებში გვინდა და თანამდებობის დაკარგვის შიშით შეპყრობილ ადამიანებს სხვა რა დარჩებიათ თუ არა მოკლევადიანი, PR-ზე გათვლილი გზების გამონახვა, ან კიდევ უფრო მარტივი – სხვის ჭაში ქვების სროლა და ამით პასუხიმსგებლობის თავიდან არიდება.

ასეთ დროს კი, როცა არც პროგრამა არსებობს და არც მისი განხორციელების სურვილი, ერთადერთი გამოსავალი გვრჩება. ეს ისევ ინდივიდების მიერ გარღვეული მოჯადოებული წრე იქნება. თავად მოთამაშეებმაც და მათ გარშემო მოღვაწე ადამიანებმაც უნდა დაიჯერონ, რომ ნამდვილად შეგვიძლია გავცდეთ ამ ხელოვნურად აღმართულ კედელს, რომელიც დიდ წინაღობად გვაქვს წარმოდგენილი.

მართალია არც ისე მარტივი თუმცა ეს ყველაზე რეალური,  მოკლევადიანი გზაა წარმატების მისაღწევად… თან ამის გამოცდილებაც გვაქვს…

მავანნი იტყვიან, რომ ის სხვა პერიოდი და საბჭოთა ინერცია იყო… თუმცა არა!  ეს დღესაც შეიძლება მოხდეს. ცრუ მოლოდინებთან ერთად, ჩვენ ზუსტადაც ცრუ დილემები გვაზიანებს…

ქართველის ცნობიერებაში ორი მე ერთმანეთს უპირისპირდება… ერთი ამბობს, რომ ის ვერ გადააბიჯებს ამ მენტალურ უფსკრულს, დანებდა და აღარ  იბრძოლებს. უარს ამბობს საკუთარი ოცნებისთვის ბრძოლაზე… მეორე კი ამბობს, რომ საკმარისია, მორჩა, გაიზარდა, სულ სხვა ეტაპზეა. ფინანსები და სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანია, არ დანებდება და ბოლომდე გავა…ითამაშებს ისე როგორც უწინ: ინგლისურ, გერმანულ თუ ნიდერლანდურ სტადიონებზე, ქართული დროშის ფრიალის დროს…მაშინ ჩვენი ნიშა გვეჭირა… მაშინაც უპერსპექტივობიდან გაჩნდა ის რაც გაჩნდა…

ხოდა ბიჭებო, მიაწექით, მოინდომეთ და გაირღვევა!

 

Share